The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ასათიანი გედეონ

Date of birth:192?
Category:Medical Doctor

Biography

ექიმი გედეონ (გედევან, გედი) ასათიანი მეორე თაობის ქართველი ემიგრანტია. ის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და ომის დასრულების შემდგომ აღარ დაბრუნებულა საბჭოთა კავშირში. მისი მამა, გრამიტონ ყაფლანის ძე ასათიანი (1895-1979), ცნობილი გინეკოლოგი გახლდათ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი. 1953–1968 წლებში იგი  ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილებას.

გედეონ ასათიანი ომში დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ 1957 წელს შეიტყო გრამიტონ ასათიანმა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და იმყოფებოდა აშშ-ში. 1966 წელს, რამდენიმეწლიანი წერილობითი ურთიერთობის  შემდეგ, ბატონმა გრამიტონმა მიიღო მთავრობის ნებართვა და აშშ-ში შვილის სანახავად წავიდა. გედეონ ასათიანი ამერიკაშიც ექიმად მუშაობდა. იგი პროფესორი იყო და ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში ქირურგიის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მამა-შვილის ამაღელევებელ შეხვედრას იქაურმა გაზეთმა  - „Xenia Daily Gazette“, 1966 წლის 25 ოქტომბერს სტატია მიუძღვნა.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გრამიტონ_ასათიანი


Share: