The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოფიო მედოიძე

სოფიო მედოიძე
დაბადების თარიღი:1978  (47 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

სოფო მედოიძე 2001 წელს წავიდა ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში. ის მხატვარია, ვიდეოხელოვანი, თავის ნამუშევრებს არ ყიდის. მისი შმოსავლის წყარპ მონტაჟია. ამონტაჟებს უცხოელი ვიდეოარტისტების ნამუშევრებს. ეს აძლევს ცხოვრების სახსარსა და საშუალებას თავისუფალი დრო საყვარელ საქმეს დაუთმოს.

სოფოს დამთავრებული აქვს თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. რამდენიმე წელისაქართველოს რადიოში მუშაობდა. თვლის, რომ პირდაპირ ეთერში უცნობ რესპოდენტებთან ურთიერთობამ ფანტაზია გაუღვივა და საგრძნობი გავლენა მოახდინა მის შემდგომ საქმიანობაზე.

ინგლისში სოფომ ორჯერ დაამთავრა მაგისტრატურა. გოლდსმითის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ხელოვნების მაგისტრის წოდება მიენიჭა. ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ფოტოხელოვნებაში.

სოფოსთვის სხვისი ნამუშევრების მონტაჟზე მუშაობაც შემოქმედებითი პროცესია. ეს საქმე აინტერესებს და გამოცდილებასაც მატებს. სანამ ვიდეოხელოვნებას შეეჭიდებოდა ფოტოაპარატს არ იშორებდა და იღებდა ყველაფერს, რაც მიიზიდავდა. პარალელურად მოთხრობებს წერდა. თავიდან ქართულად, ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ კი ინგლისურადაც. მის ვიდეოფილმებში, რომლებსაც შეიძლება ვიდეოკოლაჟებიც ვუწოდოთ, ტექსტი და გამოსახულება ერთმანეტს შეერწყა. ფოტოები ამოძრავდა, ტექსტმა დააბალანსა და გამოსახულებამ შინაარსი შეიძინა.

ქართველი ხელოვანი ამბობს, რომ მისთვის მთავარია  ვიდეოფილმის შექმნის პროცესი. არასდროს არის ორიენტირებული შედეგზე. თემისა და სიუჟეტის შერჩევის შემდეგ ის თავად წერს ტექსტს,  ფოტოებს ადებს მუსიკას, ახმოვანებს და წარმოგვიდგენს დასრულებულ, ორიგინალურ ნაწარმოებს. მისი ნამუშევრები, საქართველოსა და ინგლისის გარდა, უხილავთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში: გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში...  გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს: „შავი ზღვა მართლა შავია“ (Black Sea is Really Black), შეკითხვები და პასუხები“ (Questions And Answers), „ანდროპოვის ყურები“ (Andropov’s Ears), „ეს ვიდეო ბავშვებსა და ენაზეა“ (This Video Is About Childrenand Language), „ტურები და დრონები, ზაფხულის ქრონიკა“ (Jackals and Drones, Chronicles of a Summer); მხატვრის რამდენიმე ვიდეოფილმი დაცულია საქართველოს ვიდეოხელოვნების არქივში.

სოფიო მედოიძე ინგლისში თავის ორ გოგონასთან ერთად ცხოვრობს. საქართველოში ხშირად ჩამოდიან და სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტენ.

წყარო:

1. https://www.facebook.com/.../posts/სოფო-მედოიძე.../10154698287777360/

 

 


გააზიარე: