შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თეონა ლავრელაშვილი![]()
ბიოგრაფიაევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის სკოლის მრჩეველი თეონა მამუკას ასული ლავრელაშვილი დაიბადა ქ.თბილისში 1989 წლის 28 ნოემბერს. დედა - ნანა დვალიშვილი. ჰყავს და-ძმა - ლუკა და ნინო ლავრელაშვილები. 2006 წელს თეონამ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ინგლისურ-ესპანური სკოლა-ლიცეუმი AIA-GESS. ამავე წელს კონკურსის გზით მადრიდის ენების ცენტრში გაიარა ესპანური ენის კურსები და საქართველოში დაბრუნების შემდგომ შეადგინა ესპანურ-ქართული ლექსიკონი. 2007-2011 წწ. თეონა ლავრელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. 2007 -2011 წლებში სტუდენტური თვითთმმართველობის წევრი იყო; 2008 წელს სტუდენტურ-სამეცნიერო ჟურალ „პირველი სიტყვის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობა ეკავა; 2009-2011 წწ. ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს; თეონა არა მარტო მონაწილეობდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, არამედ თავადაც აწყობდა სტუდენტებისათვის კონფერენციებსა და სხვა მრავალ შემეცნებით-ინტელექტუალურ პროექტს. ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდგომ თეონა ლავრელაშვილმა 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის შპაიერის (DHV Speyer)- საერთო სამაგისტრო ინგლისურენოვან პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“, სადაც 2013 წლის დეკემბერში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. ამ პერიოდში მუშაობდა საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიაში. გარდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისა ახალგაზრდა პოლიტიკოსი აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორში: 2007-2009 წლებში იყო ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის - საქართველოს წევრი, 2009-2010 წწ. - გამგეობის წევრი, 2010-2011 წწ. - პრეზიდენტი. 2012-2013 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს. მონაწილეობა აქვს მიღებული პოლიტიკის საზაფხულო სკოლებში (შვედეთი, ბელგია, საფრანგეთი, იტალია); მიწვეული იყო სპიკერად არაერთ ახალგაზრდულ საერთაშორისო ფორუმზე (საბერძეთი, გერმანია, ჰოლანდია); აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება. მის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული. 2014 წელს თეონა ლავრელაშვილმა სწავლა დაიწყო ბელგიაში მდებარე, ევროპის კოლეჯში (College of Europe) მეორე სამაგისტრო პროგრამაზე. თავიდან ეგონა, რომ ერთ წელიწადში უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 2015 წლიდან ბრიუსელში დაფუძნდა და მუშაობა დაიწყო ევროპის პარლამენტში (European Parliament). "სწავლის პერიოდში მალე გავაცნობიერე, რომ ბრიუსელში საქმიანობის გაგრძელებით გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მიღება შემეძლო. სწავლის დასრულების შემდეგ ევროპის პარლამენტში დავიწყე სტაჟირება, შემდეგ ევროდეპუტატის ასისტენტი გავხდი, ახლა კი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხების გენერალურ დირექტორატში ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პირადად მინისტრიდან მქონდა მხარდაჭერა, ბრიუსელშიც ბევრი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე დამეხმარა, რისიც ძალიან მადლიერი ვარ" - ამბობს თეონა. 2016 წლის 2 მარტიდან ახალგაზრდა მეცნიერი ევროპული კვლევების ცენტრში (Wilfried Martens Centre fof European Studies) აგრძელებს მუშაობას, 2017 წლის 16 ნოემბრიდან კი, ისტორიაში პირველად, ევროკომისიას ქართველი თანამშრომელი ჰყავს - პოლიტიკის ოფიცერი თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. შეკითხვაზე, ევროკომისიაში მისი საქმიანობა რამდენად სასარგებლოა საქართველოსთვის, პასუხობს, რომ საშუალება ეძლევა, შიგნიდან ნახოს თუ რეალურად როგორ მუშაობს ევროკავშირი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და ამ გადწყვეტილებებზე ზეგავლენას რა ფაქტორები ახდენს, მსგავსი ინფორმაციის ქონა კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. „ვცდილობ, განვითარებაში დავეხმარო ბრიუსელში დაარსებულ ორგანიზაციას - „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის", რომელიც ევროპის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების ადვოკატირებას ახდენს. ახლახანს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, "გზავნილი ბრიუსელიდან", ინტერვიუების ციკლი, რომლის მიზანია ევროპარლამენტარებთან, ნატოს ოფიციოზთან და წამყვან ექსპერტებთან საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის მაქსიმალურად წინ წამოწევა და საქართველოზე მათი მოსაზრებებისა და ხედვების ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდება. ასევე, მიხარია რომ გარკვეული წვლილი შევიტანე ევროკავშირში საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის დაარსების საქმეში,“ - აღნიშნავს თეონა. მისი აზრით, წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ, და ზოგადად ქართული დიასპორა, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერ ბერკეტად უნდა იქცეს. ამისთვის კი კოორდინაცია და რესურსების მობილიზებაა საჭირო. მომდევნო 2 წლის განმავლობაში თეონა ლავრელაშვილი ბრიუსელში დარჩენას, პროფესიული გამოცდილების მიღებასა და ევროპული პოლიტიკის ასპექტების შესწავლას გეგმავს. ასევე სურს ლუვენის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაასრულოს. დაინტერესებულია პოლიტიკური პარტიების კვლევით. ამბობს, რომ ყველაფერს, რაც შეისწავლა და რასაც მომავალში ისწავლის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს. წყარო: 1. https://www.ambebi.ge › article › 222206-evrokomisiis-pirveli-kartveli-tan... 2. https://ka-ge.facebook.com › britanulespanuriskola › posts › თეონა-ლავრე.. ** Suggested თეონა ლავრელაშვილი in 2023-08-04 01:20:11 ** სალამი, ახლა ვნახე ეს ბიოგრაფია - მადლობა ინტერესისათვის. შეიძლება რომ ფოტოს შეცვლა გთხოვოთ, აგრეთვე ბიოგრაფიის განახლება? შემიძლია მოგაწოდოთ განახლებული ვერსია. პატივისცემით, თეონა გამარჯობა თეონა, თქვენი თხოვნით ფოტო შეცვლილია. ბიოგრაფიის განახლებული ვერსიაც აიტვირთება, როცა მოგვაწვდით.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |