შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
უჩა დოლიძე![]()
ბიოგრაფიასანქტ-პეტერბურგის ინოვაციური ვასკულარული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ქირურგი-ფლებოლოგი უჩა რევაზის ძე დოლიძე დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ბათუმში. 1994 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი პროფილური გიმნაზია. მანამდე სწავლობდა ბათუმის №28 საჯარო სკოლაში. „ჩემი სკოლის პერიოდი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები ბათუმს უკავშირდება. ბავშვობა აქ გავატარე, ამიტომ ბათუმი ჩემთვის მშობლიური სახლია, აქ შევიგრძენი სითბო, თავისუფლება, მეგობრობა, ერთგულება, ზღვა, სიმწვანე და წვიმა...“, - აღნიშნავს ქართველი მედიკოსი. 2001 წელს უჩა დოლიძემ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად სანკტ-პეტერბურგს მიაშურა. 2001-2003 წლებში გაიარა ორდინატურა ქირურგიაში სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო სასწავლებელში. 2001 წლიდან 2010 წლამდე უჩა დოლიძე ქირურგად მუშაობდა იუსტინე ჯანელიძის სახელობის სანკტ-პეტერბურგის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1908 წლიდან დღემდე მუშაობს სისხლძარღვთა ქირურგიის ვიწრო დარგში – ფლებოლოგიაში, რომელიც ვენების დაავადებების მკურნალობას ემსახურება. ძირითადად მკურნალობს ქვედა კიდურების ვარიკოზულ დაავადებას, ესთეტიკურ ვარიკოზს, რისთვისაც ლაზერულ და მიკროქირურგიულ ტექნოლოგიებს იყენებს. უჩა დოლიძე არის სანქტ-პეტერბურგის ფლებოლოგიური ფორუმის დირექტორი (Санкт-Петербургский Флебологический Форум); ევროპის ვენური ფორუმის წევრი (European Venous Forum); ვარიკოზული ვენების მიკროქირუგიის საერთაშორისო ფორუმის წევრი (International Forum Minisurgery of Varicose Veins); ბალტიის ფლებოლოგთა საზოგადოების წევრი (The Baltic Society of Phlebology). ქართველ ექიმს დიდი სურვილი აქვს საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა მიზეზთა გამო ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება... „ ჩემთვის პეტერბურგი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, რომელთანაც ბევრი დადებითი და თბილი ემოცია მაკავშირებს. აქაურ კლიმატს კარგად შევეგუე, ვფიქრობ, ალბათ იმიტომ, რომ ის ბათუმისას ჰგავს. საქართველოში ყველაზე მეტად მენატრება ჩემი პატარა ლელეშკო [ქალიშვილი], კიდევ, რა თქმა უნდა, მთლიანად ოჯახი, მშობლები, მეგობრები და ყველაფერი ქართული, რაც განსხვავებულად, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს ადამიანს...“, - ამბობს უჩა დოლიძე. წყარო: 1. https://sputnik-georgia.com › people › ucha-dolidze
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |