The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


უჩა დოლიძე

უჩა დოლიძე
დაბადების თარიღი:1977  (47 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

სანქტ-პეტერბურგის ინოვაციური ვასკულარული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ქირურგი-ფლებოლოგი უჩა რევაზის ძე დოლიძე დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ბათუმში. 1994 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი პროფილური გიმნაზია. მანამდე სწავლობდა ბათუმის №28 საჯარო სკოლაში. „ჩემი სკოლის პერიოდი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები ბათუმს უკავშირდება. ბავშვობა აქ გავატარე, ამიტომ ბათუმი ჩემთვის მშობლიური სახლია, აქ შევიგრძენი სითბო, თავისუფლება, მეგობრობა, ერთგულება, ზღვა, სიმწვანე და წვიმა...“, - აღნიშნავს ქართველი მედიკოსი.
ექიმი ოჯახში არავინ ჰყავდა. ექიმობა დაახლოებით მეშვიდე-მერვე კლასში გადაწყვიტა, რადგან ქიმიამ დააინტერესა. ხოლო როცა მეცხრე კლასში ანატომიის შესწავლა დაიწყეს, მომავალი პროფესიის არჩევანში უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა.

2001 წელს უჩა დოლიძემ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად სანკტ-პეტერბურგს მიაშურა. 2001-2003 წლებში გაიარა ორდინატურა ქირურგიაში სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო სასწავლებელში.

2001 წლიდან 2010 წლამდე უჩა დოლიძე ქირურგად მუშაობდა იუსტინე ჯანელიძის სახელობის სანკტ-პეტერბურგის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1908 წლიდან  დღემდე მუშაობს სისხლძარღვთა ქირურგიის ვიწრო დარგში – ფლებოლოგიაში, რომელიც ვენების დაავადებების მკურნალობას ემსახურება. ძირითადად მკურნალობს ქვედა კიდურების ვარიკოზულ დაავადებას, ესთეტიკურ ვარიკოზს, რისთვისაც ლაზერულ და მიკროქირურგიულ ტექნოლოგიებს იყენებს.

უჩა დოლიძე არის სანქტ-პეტერბურგის ფლებოლოგიური ფორუმის დირექტორი (Санкт-Петербургский Флебологический Форум); ევროპის ვენური ფორუმის წევრი (European Venous Forum); ვარიკოზული ვენების მიკროქირუგიის საერთაშორისო ფორუმის წევრი (International Forum Minisurgery of Varicose Veins); ბალტიის ფლებოლოგთა საზოგადოების წევრი (The Baltic Society of Phlebology).

ქართველ ექიმს დიდი სურვილი აქვს საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა მიზეზთა გამო ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება...

„ ჩემთვის პეტერბურგი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, რომელთანაც ბევრი დადებითი და თბილი ემოცია მაკავშირებს. აქაურ კლიმატს კარგად შევეგუე, ვფიქრობ, ალბათ იმიტომ, რომ ის ბათუმისას ჰგავს. საქართველოში ყველაზე მეტად მენატრება ჩემი პატარა ლელეშკო [ქალიშვილი], კიდევ, რა თქმა უნდა, მთლიანად ოჯახი, მშობლები, მეგობრები და ყველაფერი ქართული, რაც განსხვავებულად, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს ადამიანს...“, - ამბობს უჩა დოლიძე.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com › people › ucha-dolidze

 

 


გააზიარე: