The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ ბარდაველიძე

ვახტანგ ბარდაველიძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1971
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 2018  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საქართველო
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მხატვარი, არქიტექტორ-რესტავრატორი  ვახტანგ (ვახო) ბარდაველიძე დაიბადა 1971 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში. და­ამ­თავ­რა 1-ელი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა. ბავშვობიდან ხატავდა.1988 – 1992 წლებში სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურა-რესტავრაციის ფაკულტეტზე.

მხატვრის ძმა დავით ბარდაველიძე მოგვითხრობს, რომ ვახო სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თო ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში და ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ შე­ხე­ბა ჰქონ­და მე­რაბ კოს­ტა­ვასა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან. მის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი არ იყო მხო­ლოდ სურ­ვი­ლი, ის იმის ძი­ე­ბა იყო, თუ რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა... ეს კი­თხვე­ბი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდამ და­უს­ვა სა­კუ­თარ თავს“.

1990 – 1992 წლებში ვახტანგ ბარდაველიძე მონაწილეობდა სხვადასხვა სახელოვნებო ექსპედიციაში საქართველოში, რო­გო­რიც იყო სვა­ნეთ­ში ლა­მა­რი­ას ფრეს­კე­ბის რეს­ტავ­რა­ცია, ადრე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იკო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-აღ­დგე­ნა, რა­საც მის­თვის, რო­გორც შე­მოქ­მე­დის­თვის, დიდი იმ­პულ­სი მი­უ­ცია...

1993 წელს ვახო ბარდაველიძე გერმანიაში გაემგზავრა, სადაც არტ-თერაპევტის (ხელოვნების თერაპია) სპეციალობას დაეუფლა ბლაუბოირენის ხელოვნებისა და არტ-თერაპიის უმაღლესი სასწავლებელში. იმ პე­რი­ოდ­ში ხე­ლოვ­ნე­ბას სულ სხვა კუ­თხით და­უ­კავ­შირ­და. მას რო­გორც გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ, გა­დამ­რჩენ დარ­გს ისე გა­ეც­ნო. ამას­თან, ნახა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბი, დიდი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რა­მაც მისცა სტიმული, რომ მე­ტი ეშრომა, ძი­ე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და შემ­დგა­რი­ყო რო­გორც მხატ­ვა­რი.

1995 წლიდან ვახო ბარდაველიძემ დაიწყო სამხატვრო მოღვაწეობა ბლაუბოირენის, შელკლინგენისა და ლაიხინგენის ღია უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში ბლაუბოირენსა და ბად ბოლში. ამავე პერიოდში იყო ილუსტრატორი სხვადასხვა გამომცემლობაშიც. ასე­ვე, არტთე­რა­პი­ის პრაქ­ტი­კასაც მიჰ­ყო ხელი, ჰქონდა თა­ვისი სტუ­დია და ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ობ­და.

1999 წლიდან ვახო ბარდაველიძე მუშაობდა როგორც მიუნხენში, ისე თბილისში. მიუნხენში იყო კულტურის პედაგოგიკისა და არტ-თერაპიის თავისუფალი აკადემიის დოცენტი, მიუნხენის მოსწავლე-ახალგაზრდობის აკადემიის დოცენტი, არტ-თერაპევტი ინკლუზიური განათლების დარგში. პარალელურად, აორგანიზებდა სხვადასხვა ღონისძიებას ხელოვნების სფეროში ბავშვების, მოზარდებისა და სტუდენტებისთვის თბილისსა და მიუნხენში. მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა გადამზადებაში ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულებით.

2001 წელს, თბილისში, სათავეში ედგა საქველმოქმედო აქციას მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. პარალელურად, იყო რაინაუს (შვეიცარია) საზაფხულო აკადემიის დოცენტი სამხატვრო ხელოვნებაში. ერთი წლის შემდეგ კი, UNESCO-ს ხელშეწყობით მცხეთაში დააარსა მსგავსი საზაფხულო აკადემია.

2005 წელს ვახო ბარდაველიძის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელიც ბავარიის ცენტრალური ტელევიზიითაც გადაიცემოდა. აქცია მირიამ ზაქსის ფონდისა და Sternstunden e.V.-ის ხელშეწყობით ჩატარდა. ამავე წელს, ვახო ბარდაველიძემ მონაწილეობა მიიღო „Open Air Munich“-სა და „Lange Nacht der Museen“-ში.

2012 წელს, როგორც სცენოგრაფმა, იმუშავა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის სპექტაკლზე „თოვლის დედოფალი“, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით.

2004-2017 წლებში ქართველმა მხატვარმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და მისი ტილოები ბევრ კერძო კოლექციაში ინახება მსოფლიოს მრავალ კუთხეში: მალიორკა, მონაკო, სანტროპე, ციურიხი, გშტაადი, მიუნხენი, პალმსპრინგი, თბილისი...

2016 წლამდე გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ვახო ბარდაველიძის უამრავი გამოფენა გაიმართა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამხატვრო წრეებში. მისი ნახატები გამოფენილი იყო ისეთ გალერეებში, როგორიცაა შტადსპარკასე (მიუნხენი), თბილისის ცისფერი გალერეა, მიუნხენის გალერეა Ruf, Galerie der Dinge, გალერეა „ჯაფარიძე“, Oceanet-Georgia, Kunstgiesserei, კაფე „Ludwig“-ის გალერეა.

ვახო ბარდაველიძე მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბით ის­წრაფოდა  თა­ვისუფლე­ბის­კენ, შე­უც­ნო­ბე­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის­კენ და მისი მი­ზა­ნი იყო ამის გა­მო­ხატ­ვა ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. ის ფიქ­რობ­და, რომ ნა­ხა­ტი არ უნდა იყოს მხო­ლოდ ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სიბ­რტყე­ში, ფერი და ფორ­მა. ამ­ბობ­და, რომ ნა­ხა­ტი უნდა ქმნი­დეს სივ­რცეს, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან, მოძ­რავ პრო­ცესს. ამი­ტომ, ის არ ხა­ტავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­და­ჭი­მულ ტი­ლო­ზე, არამედ ხა­ტავ­და სა­მე­დი­ცი­ნო დოლ­ბან­დზე, რომლის ერთმანეთზე დადებით იქმნება ფერის, სივრცისა და ფორმის განუმეორებელი, მხოლოდ მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი, ნამუშევარი.

ხატვის ამ უცნობ ტექნიკამდე ვახო ბარდაველიძე შემთხვევამ მიიყვანა. ის წლების წინ ავად გამ­ხდა­რა, პნევ­მო­ტო­რაქ­სი და­მარ­თნია. სა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­სულს კი უთ­ქვამს, - თით­ქოს ვგრძნობ­დი, შიგ­ნით სხე­უ­ლი რო­გორ და­მეგლი­ჯა და დოლ­ბან­დზე და­ხატ­ვა მო­მინ­დაო... ასე და­ი­წყო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი იმ ტექ­ნი­კა­ში, რი­თაც, რო­გორც მხატ­ვა­რი, ევ­რო­პა­ში კარ­გად გა­იც­ნეს, თუმ­ცა ბევ­რი რამ არ დას­ცალ­და და ნა­მუ­შევ­რე­ბიც და­სამ­თავ­რე­ბე­ლი დარ­ჩა...

 სამედიცინო დოლბანდს მის ნახატებში როგორც ტექნიკური, ისე სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ამ ტექნიკის გამო მხატვრის ნამუშევრების ფოტო ან ვიდეო გადაღება, შეუძლებელია, რადგან ფოტოც და ვი­დე­ოც ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია და ბოლომდე ვერ გადმოსცემს ნახატის არსს. ამიტომ მან უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე.

ხატ­ვის ეს ტექნიკა ახალ სიტყვად ითვლება მხატვრობაში და ვახო ბარდაველიძემ 2002 წელს და­ა­პა­ტენ­ტა კი­დეც.

ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველად ვახო დოლბანდის შე­სა­ძე­ნად აფ­თი­აქ­ში და­დი­ო­და და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლობ­და. შემ­დეგ ის აფ­თი­ა­ქი გერ­მა­ნი­ა­ში მომ­წო­დე­ბელ ქარ­ხა­ნას და­უ­კავ­შირ­და, აც­ნო­ბეს, მხატ­ვრის ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ და

უძ­ვე­ლე­სი სტე­რი­ლუ­რი დოლ­ბან­დის კომ­პა­ნი­ამ უსას­ყიდ­ლოდ და­ი­წყო მის­თვის ამ მა­სა­ლის მოქ­სო­ვა და დიდი თო­ფე­ბით მო­წო­დე­ბა.

ვახო ბარდაველიძემ მომავალი მეუღლე, კრისტიანე ლოიხტენბერგერი 1994 წელს გაიცნო, არტთერაპიაზე ერთად სწავლობდნენ. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. 1997 წელს დაქორწინდნენ. სამი შვილი ეყოლათ -  2 გოგო და ერთი ბიჭი. სა­მი­ვე ხა­ტავს. უფ­რო­სი 23 წლი­საა, ფლო­რენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს და მამასავით კარგად ხატავს; მე­ო­რე, 21 წლი­სა, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობს; ბიჭი კი მი­უნ­ხენ­ში სკო­ლას ამ­თავ­რებს.

ვახო ბარ­და­ვე­ლი­ძე უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა თბილისში, 2018 წლის 26 ივლისს.

მხატვრის შემოქმდებას სამშობლოში ნაკლებად იცნობდნენ. მისი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, მისი სიკვდილის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა. გამოფენას ეწოდებოდა „სივ­რცედ ქმნი­ლი ფერი“ და მასზე წარმოდგენილი იყო ვახო ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი.

 წყარო:

1. https://www.ambebi.ge › article › 238197-kartveli-mxatvari-romlis-naxate...

2. https://ka.wikipedia.org › wiki › ვახტანგ_ბარდაველიძე

 


გააზიარე: