შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სერგი დონდუა![]()
ბიოგრაფიასერგი ლევანის ძე დონდუა დაიბადა 1922 წლის 1 ივლისს ქ. თბილისში. ბავშვობა იალტაში გაატარა. 1931 -1941 წწ. სწავლობდა იალტის მე-3 საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის საზღვაოსნო სასწავლებელში (1945-1948 წწ. დაუსწრებლად) და მიიღო შორეული ნაოსნობის შტურმანის კვალიფიკაცია. პარალელურად, 1941-1945 წლებში მუშაობდა იალტის ნავსადგურის პორტფლოტის ავარიულ-სამაშველო და საბრძოლო კატარღა "Курортник"-ზე მესაჭე-მატროსად. ომის დაწყებისთანავე მშვიდობიანი გემი შავი ზღვის ფლოტის ავარიულ-სამაშველო ხომალდად გადაკეთდა, მასზე ტყვიამფრქვევები დააყენეს და საბრძოლველად გაუშვეს, სერგი დონდუა ამ გემის მთავარი მესაჭე იყო. მეორე მსოფლო ომის დამთავრებას იგი რუმინეთში, კონსტანცის პორტში შეხვდა. სამხედრო-საზღვაო ფლოტში დარჩენა კი 1948 წლამდე მოუხდა. 1948 წელს სერგო დონდუა პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში ორთქლმავალ "Александр Пушкин"-ის კაპიტნის მეოთხე თანაშემწის რანგში. მომდევნო წლებში იგი ცურავდა ორთქლმავალ "Николаев"-ის კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ. 1953 წელს კი მას მშრალტვირთა გემ «Карл Маркс»-ის მეთაურობა მიანდეს. 1957 წელს სერგი დონდუამ დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ, დაუსწრებლად); 1958 წელს სამგზავრო ორთქლმავალ "Белоостров"-ის კაპიტანი გახდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში აგებული ახალი ხომალდი «Николай Пирогов»-ი ჩაიბარა. მოდევნო წლებში კი მიიღო საბჭოთა კავშირისათვის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აგებული ახალი სამგზავრო გემები "Литва" (1960) და "Тарас Шевченко" (1966). 1974 წელს ს. დონდუამ ჩაიბარა იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საკრუიზო ლაინერი, საბჭოთა საზღვაო-სამგზავრო ფლოტის ფლაგმანი - "Максим Горький" (ყოფილი-"Hamburg"). ის იყო ამ ლეგენდარული გემის პირველი და უცვლელი კაპიტანი (1986 წლამდე). 1986 წელს ს. დონდუა პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან იალტაში გაატარა. გარდაიცვალა 1999 წლის 8 აპრილს, მოსკოვში. ანდერძის თანახმად, ურნა მისი ნეშტის ფერფლით იალტის შუქურიდან ერთი კაბელტოვის მოშორებით ჩაუშვეს ზღვაში. სერგი დონდუას 1982 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ის მრავალი მედლისა და ორდენის კავალერი იყო: მათ შორის: „ლენინის ორდენი“ (ორჯერ); „ოქტომბრის რევოლუციის ორდენი“; „შრომის წითელი დროშის ორდენი“; „წითელი დროშის ორდენი“ და სხვა. ოდესის საზღვაო სასწავლებლის ფასადზე სერგი დონდუას ხსოვნის საპატივცემულოდ მიმაგრებულია მემორიალური დაფა, სადაც მის პროფილთან ერთად გამოსახულია ლეგენდარული თბომავალი Максим Горький" წყარო: 1. www.facebook.com › P.TABAGUA › posts შორეული ნაოსნობის კაპიტანი - სერგი...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |