The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ანთია

დავით ანთია
დაბადების თარიღი:1990  (34 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

2021 წლის გაზაფხულზე დავით ანთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC-International Chamber of Commerce) პარიზის სათაო ოფისში რეფორმების დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა. მანამდე ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს წამყვან ფირმებში, მათ შორის Ernst & Youngsa da Deloitte-ის მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობდა, ჯერ დუბლინში, შემდეგ კი ლონდონში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სტრატეგიულ ტრანსფორმაციას, ოპერაციული მოდელის დიზაინს, ცვლილებებისა და პროგრამების მენეჯმენტს.

დავითს გავილილი აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა კემბრიჯის უნივერსიტეტში. ეს მისი მეორე მაგისტრატურაა. დამთავრებული აქვს კურსები ჰარვარდსა და ოქსფორდში.

თავის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას დავით ანთია სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ჩემთვის პრიველეგიაა რომ შევუერთდი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) სათაო ოფისს პარიზში რეფორმების დირექტორის პოზიციაზე. ICC მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს 45 მილიონ კომპანიას, 1 მილიარდ თანამშრომელს, 100+ ქვეყანას, ასევე არის გაეროს დამკვირვებელი ორგანიზაცია. ICC-ის მისია წარმოადგენს ბიზნესზე ხელის შეწყობას ყველასთვის, ყოველდღე და ყველგან. ბიზნესებზე ხელშეწყობით შეგვიძლია ბევრი შესაძლებლობა შევუქმნათ ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მე მოხარული ვარ რომ გავხდი ორგანიზაციის წევრი რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხალხისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში“,- წერს სოციალურ ქსელში დავით ანთია.

დავითი ირლანდიის მოკრივეთა ნაკრების მწვრთნელის, ზაურ ანთიას ვაჟია. იგი წლებია საერთაშორისო ასპარეზზე, კრივის სამყაროში, საუკეთესო მწვრთნელადაა აღიარებული. ირლანდიაში 2003 წლიდან მოღვაწეობს. 2005 წელს კი ოჯახიც ჩაიყვანა - მეუღლე და სამი შვილი. მაშინ დათო 15 წლის იყო. კრივში ისიც ვარჯიშობდა და 2006 წელს ირლანდიის ჩემპიონიც გახდა. შემდეგ სპორტს თავი დაანება და მთელი დრო სწავლას დაუთმო. ასეთვე წარმატებულია მისი და-ძმა. და სადაზღვევო კოპანიაში მუშაობს.უმცროსმა ძმამ, გიორგიმ კი დუბლინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის გენერალური ფორმენია.

წყარო:

1. https://primetime.ge/vin-aris-qartveli-akhalgazrda-romelits-saertashoriso-savatchro-palatis-icc-parizis-satao-ofisshi-reformebis-direqtorad-dainishna/

2. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268457262

3. https://primetime.ge/rats-unda-dzlieri-iko-dghes-koveltvis-arsebobs-gza-uketesi-iko-khval-qartveli-geniosi-romelsats-krivis-aleqs-fergiusons-utsodeben/


გააზიარე: