შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი იაშვილი![]()
ბიოგრაფიასაფრანგეთის რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცხრა ნომერი, ქართული წარმომავლობის ფრანგი რაგბისტი დიმიტრი იაშვილი, ქართველი ემიგრანტის შვილიშვილია. მისი ბაბუა, შალვა (შარლ) იაშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა და ფრანგ პარტიზანებთან ერთად საფრანგეთის განთავისუფლებისთვის იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ იგი საფრანგეთში დარჩა საცხოვრებლად. დიმიტრი 1980 წლის 19 სექტემბერს დაიბადა, საფრანგეთის ქალაქ ბრივ-ლა-გაიარდში. მიშელ იაშვილს სამი ვაჟი ჰყავს, უფროსი გრეგუარი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში „ბორჯღალოსანთა“ ღირსებას იცავდა. დიმიტრი შუათანაა, მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები ევროპის ჩემპიონატზე. უმცროსი შარლ-ედუარდი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. დიმიტრი იაშვილმა საკლუბო კარიერა „ბრივის“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში დაიწყო; 19 წლის იყო, როცა პარიზის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და თამაში უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელა; 2001/2002 წლის სეზონზე ინგლისურ კლუბ „გლოსტერში“ გამოდიოდა და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონობაც მოიპოვა; 2002 წელს კარიერა გააგრძელა საფრანგეთის "ბიარრიც ოლიმპიკში", რომლის შემადგენლობაში გახდა საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი - 2005, 2006; ჰაინეკენის თასის ორგზის ფინალისტი - 2006, 2010; ევროპის გამოწვევის თასის მფლობელი (2012). დიმიტრი იაშვილი ბიარიცის ღირსებას 12 წელი იცავდა (2002-2014 წწ.) და 289 შეხვედრაში 3053 ქულის მოპოვება შეძლო. ის ბასკური კლუბის ყველა დროის საუკეთესო მექულეა. მისი თამაში გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, ზუსტი გადაცემითა და დარტყმით. ეროვნული ნაკრების მაისური დ. იაშვილმა 2002 წელს მოირგო (2002-2012). ნაკრებში ჩატარებულ 60 მატშჩი მან თავის გუნდს 373 ქულა მოუტანა. ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011); ევროპის ჩემპიონი (2004, 2006–07, 2010); "დიდი მუზარადის" მფლობელი (2004, 2010). 2014 წელს დიმიტრი იაშვილი, როგორც მოთამაშე, გამოეთხოვა პროფესიულ სპორტს და მუშაობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად. დიმიტრი იაშვილი დაქორწინებულია. ჰყავს ვაჟი, ლუკასი (2004, 25 ნოემბერი) და ქალიშვილი - ჟიუსტინი (2008, 5 მაისი). წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.174 3. https://ru.wikipedia.org/wiki/Иашвили, Дмитрий 4. https://croco.ge/show/20886/VIDEO-%7C-dimitri-iashvili-%E2%80%93-biaricis-mefe
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |