The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსელიანი ზაქარია

იოსელიანი ზაქარია
დაბადების თარიღი:1786
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1866  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მალაია ოხტა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი ზაქარია ონისიმეს ძე იოსელიანი 1786 წელს დაიბადა რუსეთში, ქ. სანქტ-პეტერბურგში. მისი წინაპრები იმერეთიდან იყვნენ. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1807 წლის 16 თებერვლიდან, იუნკერის წოდებით დაიწყო სამსახური ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში. იმავე წლის მარტის თვიდან იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ აღმოსავლეთ პრუსიაში. 1808 წელს მიიღო კორნეტის ჩინი.

ახალგაზრდა ოფიცერმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1812 წლის რუსეთის სამამულო ომში, სადაც რამდენჯერმე დაიჭრა. მისი თავდადება სათანადოდ დაფასდა - 1813 წლის 8 თებერვალს დაწინაურდა პორუჩიკად, იმავე წლის 23 სექტემბერს კი შტაბს-როტმისტრის წოდება მიანიჭეს.

ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის ზაქარია ონისიმეს ძე 1812 წელს დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით, ხოლო, 1813 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენითა და ოქროს ხმლით (მამაცობისათვის); 1815 წელს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზაქარია იოსელიანის წარმატება ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, როცა მის მიერ მიღებული წმ. ანას II ხარისხის ორდენი ბრილიანტებით შეამკეს.  

1819 წელს ზაქარია იოსელიანმა პოლკოვნიკის წოდება მიიღო და კავკასიაში გაემგზავრა. მისი წარმატებული მონაწილეობა რუსეთ-ირანისა (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) ომებში, აღინიშნა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით (1828).

1831 წლის 16 დეკემბერს ზაქარია იოსელიანი რუსეთის იმპერიის არმიაში გატარებული 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

1834 წელს გენერალი ზაქარია იოსელიანი თადარიგში გავიდა. დასახლდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1866 წლის 25 მაისს. დაკრძალულია სამების ტაძართან მალაია ოხტაში.

გენერალ-მაიორი იყო მისი ვაჟიც დიმიტრი იოსელიანი.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.338 

2. https://dic.academic.ru/dic.nsf/ruwiki/1498386


გააზიარე: