შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი ზაქარიას ძე იოსელიანი![]()
ბიოგრაფიაგენერალ–მაიორ ზაქარია იოსელიანის შვილი, დიმიტრი იოსელიანი დაიბადა 1820 წლის 12 იანვარს. მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა. ის იყო ყირიმის (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომების მონაწილე; 1878 წლიდან პოლკოვნიკი; 1859-1882 წწ. მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა მიმართულებით. 1882 წლის 19 სექტემბერს მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. იმავე წელს სამსახურიდან გადადგა. გარდაიცვალა ქ. ხერსონში (უკრაინა). დაკრძალულია იქვე წმ. ეკატერინეს ტაძრის გალავანში. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. - გვ.337-338.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |