The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სტეფანე დავითის ძე ერისთავი

სტეფანე დავითის ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:1740
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1804  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი სტეფანე ერისთავი (ერისტოვი) არაგვის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელია. მისი მამა - პრაპორშჩიკი დავით ზურაბის ძე ერისთავი ოჩაკოვის ალყის დროს დაიღუპა (რუსეთ-თურქეთის ომი: 1735-1739). სტეფანე მამის სიკვდილის შემდეგ, 1740 (ან 1738) წელს დაიბადა. 

1738 წლის 25 მარტს რუსეთის არმიაში შეიქმნა ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც 1741 წლის 14 ოქტომბერს პრინცესა ანნა ლეოპოლდოვნას ბრძანებით პოლკად გადაკეთდა. 1750 წელს პოლკის შემადგენლობაში ჩაირიცხა, ჯერ კიდევ ბავშვი, სტეფანე ერისთავი. ამავე წელს გარდაიცვალა დედამისი, ელენე ერისთავი.

სამხედრო სამსახური სტეფანე ერისთავმა 1758 წელს დაიწყო კაპრალის ჩინით, კვარტირმეისტერის თანამდებობაზე. 1759 წელს იგი გახდა ჯერ ვახმისტრი, ხოლო შემდეგ კი პრაპორშჩიკი. 02.11.1798 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის, ხოლო 05.03. 1800 წ. გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

მსახურობდა პავლე ციციანოვთან ერთად ქართველ გრენადერთა პოლკში, შემდეგ იყო უსტ-კამენეგორსკის (ყაზახეთი) ციხესიმაგრის კომენდანტი (1778-1799).

სტეფანე ერისთავი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე - ბარბარე (ვარვარა) მელქისედექის (რუსეთში- მატვეის) ას. ბარათაევა (1749-1785) ტრაგიკულად დაიღუპა ხანძრის დროს. მასთან ორი ვაჟი ჰყავდა  - ნიკოლოზი და ივანე; მეორე მეუღლე - მარია გავრილის ასული (1770-1835),  ქმარზე ბევრად უმცროსი გახლდათ. მათ სამი ქალიშვილი შეეძინათ – ელენე, გლაფირა და ბარბარე.

სტეფანე ერისთავი 1804 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.64 2. http://www.fnperm.ru/SharedFiles/Download.aspx?pageid=2214&mid=2484&fileid=13855


გააზიარე: