შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სპირიდონ იოსების ძე ესაძე![]()
ბიოგრაფიასპირიდონ იოსების ძე ესაძე დაიბადა ოზურგეთში, 1813 წელს. 1835 წ-იდან უფროსი ოფიცრის ჩინით მსახურობდა ბრესტის ქვეით და ლიტვის ეგერთა პოლკებში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში, იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროზე. მსახურობდა კავკასიის კორპუსის შტაბში. 1860 წ. გადაიყვანეს ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. 1863 წ. მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1865–75 წწ. იყო თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი. 31.03. 1874 მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის ჩინი. სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. გენერალი სპირიდონ ესაძე დაქორწინებული იყო სოფიო მიხეილის ასულ არგუტინსკაია- დოლგორუკოვაზე. სამხედროები იყვნენ მათი ვაჟებიც: ბორისი (1864-1914), სიმონი ( 1868-1927) და სპირიდონი (1870-1909). სპირიდონ იოსების ძე გარდაიცვალა 1875 წლის 6 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |