The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სპირიდონ სპირიდონის ძე ესაძე

Date of birth:19 October, 1870
Date of death:21 October, 1909  (at 39 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person

Biography

საქართველოს სამთამადნო წარმოების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, პედაგოგი, რუსეთის არმიის ოფიცერი, სამხედრო ისტორიკოსების - ბორის და სიმონ ესაძეების უმცროსი ძმა, სპირიდონ ესაძე დაიბადა 1870 წლის 19 ოქტომბერს. მამა - გენერალ-მაიორი სპირიდონ იოსების ძე ესაძე; დედა -  სოფიო მიხეილის ასული არგუტინსკაია- დოლგორუკოვა.

სპირიდონ სპირიდონის ძემ დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი. 1888 წელს სამსახური დაიწყო მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში. 1894 წელს მიენიჭა პოდპორუჩიკის ჩინი.

1894-1897 წწ. სწავლობდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ (1897) მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში.

1899 წელს დანიშნეს თბილისის საარტილერიო სახელოსნოს უფროსის თანაშემწედ. თბილისისა და ირკუტსკის იუნკერთა სასწავლებლებში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას. ამ პერიოდისთვის, უკვე, არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდებას ატარებდა.

ავტორია სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოსი - Учебник физики и основы механики: Для реалистов, гимназистов, юнкеров, кадет и для самообразования: В 3 ч. // Ч. 1: Свойства тел ; Движение и силы. - Иркутск, 1907.

სპირიდონ სპირიდონის ძე იყო თბილისში უფასო ზოგადსაგანმანათლებლო კურსების ერთ-ერთი დამაარსებელი.

გარდაიცვალა თბილისში 1909 წლის 21 ოქტომბერს. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.99


Share: