Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი თულაშვილი![]()
Biographyგიორგი ლევანის ძე თულაშვილი (ტულაევი) დაიბადა 1867 წლის 1 ივნისს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი. 1884 წლის 26 აგვისტოდან იყო სამხედრო სამსახურში; 1885 წლის 7 აგვისტოდან ატარებდა პოდპორუჩიკის წოდებას; 1889 წელს გახდა პორუჩიკი. 1894 წელს მსახურობდა კურინის 79-ე ქვეით პოლკში; 1897-1900 წწ. – უმცროსი ოფიცერია მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში; 1900–1903 წწ. - იმავე სასწავლებლის ადიუტანტია. 1904-1914 წწ. გიორგი თულაშვილი ალექსის სამხედრო სასწავლებლის ასეულის მეთაური იყო; 1900 წ. მიენიჭა შტაბს-კაპიტნის წოდება; 1900 წ. კაპიტანი გახდა; 1910 წელს კი პოლკოვნიკის წოდება უბოძეს. 1909 წლის 1 იანვრიდან გამწესებული იყო ლეიბ-გვარდიის მოსკოვის პოლკში; 1914 წლიდან - სამოგიტსკის მე-7 გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წლიდან იყო იზმაილოვის ინვალიდთა სახლის უფროსი. 1917 წლის 2 აპრილს მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ჩინი. სამხედრო კარიერის მანძილზე მიღებული აქვს წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. დაკრძალულია მოსკოვში, გერმანელთა სასაფლაოზე. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.117 2. http://mematiane.ge/product-details.php?id=3834
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |