შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნიკოლოზ ივანეს ძე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ივანეს ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1868 წლის 13 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (1-ლი თანრიგით), საიდანაც 1885 წლის 14 სექტემბერს მიავლინეს პრაპორშჩიკად მე-3 მესანგრეთა ბატალიონში. 1886 წლის 11 აგვისტოდან პოდპორუჩიკია; 1888 წლის 9 აგვისტოდან გვარდიის პოდპორუჩიკი; 1892 წლიდან გვარდიის პორუჩიკი. 1900 წლის 6 მაისს შტაბს-კაპიტნის წოდება მიიღო. ხელმძღვანელობდა ასეულს. 1901 წელს კაპიტნად დააწინაურეს, 1904 წლიდან კი ინჟინერ-პოდპოლკოვნიკია. მონაწილეობდა 1904-1905 წწ. რუსეთ-იაპონიის ომში. 1906 წლის 24 აგვისტოს მიენიჭა ლეიბ-გვარდიის მესანგრეთა ბატალიონის პოლკოვნიკის წოდება. 1907 წლის 8 ნოემბრიდან - ბატალიონის მეთაურია. "ოფიცერთა წოდებების გენერალურ სიის" მიხედვით, 1909 წლის 1 იანვრიდან იყო ქალაქ ვილნოში დისლოცირებული, ვილნოს სამხედრო ოლქის საინჟინრო ჯარების მე-16 მესანგრეთა ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე. 1910 წლის 2 სექტემბრიდან - ვარშავაში დისლოცირებული მე-15 არმიის კორპუსის მე-15 მესანგრეთა ბატალიონის უფროსია. 1913 წლის 21 სექტემბერს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს მთავარი სამხედრო ტექნიკური სამმართველოს უფროს ინჟინერ-ინსპექტორად. 1914-1918 წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. პირველი მსოფლიო ომის ქრონიკების მიხედვით, 1914 წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საინჟინრო ჯარების გენერალ-მაიორად; 1915 წლის 18 აპრილიდან იყო მოსკოვის სამხედრო ოლქის საინჟინრო განყოფილების ინსპექტორის თანაშემწე. ზოგიერთი ცნობით, 1917 წლის დასაწყისში იგი გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურეს. 1918-1921 წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში. მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის არმიის სხვადასხვა ხარისხის ორდენები: 1909 წ. - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის; 1905 წ. - წმინდა ანას II ხარისხის; 1903 წ. - წმინდა სტანისლავის II ხარისხის და სხვა. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.125 2. http://ru.hayazg.info/Туманов_Николай_Иванович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |