The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვარლამ თაყაიშვილი

ვარლამ თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:1934  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვარლამ თაყაიშვილი დაიბადა 1850 წელს, ლიხაურში (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი იყო, დედა – ნინო ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორი იხსენიება. მათ ჰყავდათ ერთი ასული - ლისა და სამი ვაჟი - ნიკო, ვარლამი და ექვთიმე. მათგან ყველაზე ცნობილია ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი.

ვარლამმა დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია გიორგი კვინიტაძესთან ერთად.

1879 წელს სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში.

1895–1903 წლებში იყო, თავდაპირველად, ციმბირის, შემდეგ კავკასიის სამხედრო ოლქის გენშტაბის სამხედრო მიმოსვლის უფროსი.

1903 წლიდან იყო ელიზავეტოპოლის (განჯის) დროებითი გენერალ-გუბერნატორი.

1903–1906 წლებში მეთაურობდა 115-ე  ვიაზმის ქვეით პოლკს.

1905 წელს მიანიჭეს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება.

ცხოვრობდა პეტერბურგში.

1906 წლიდან თადარიგში გავიდა.

დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. 

1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ეროვნული არმიის რიგებში ჩადგა.

1921 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა 1934 წელს.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III. –თბ., 2014.-გვ.487

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_თაყაიშვილ

 


გააზიარე: