შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ვახტანგის ძე თავაძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი ვახტანგის ძე თავაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ზემო ხეთაში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1896 წელს დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, 1912 წელს - ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I-ი თანრიგით). სამხედრო სამსახურში ჩადგა 1901 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-05) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). 1913 წლიდან მსახურობდა კავკასიის მე-2 მსროლელთა პოლკში. 1913 წელს კაპიტანი გახდა; 1916 წლის 30 აგვისტოს კი პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1917-1918 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის მე-3 მსროლელთა პოლკს. 1918-1921 წლებში იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალების რიგებში - მსახურობდა სამხედრო სამინისტროში, მეთაურობდა ქართულ ლეგიონს. თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის 1918 წლის ომის დროს. იყო თელავის ქვეითთა პოლკის ქვედანაყოფის მეთაური. 1919 წელს გენერლის წოდება მიიღო. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ოქროს იარაღით (15.03.1918) და წმ.ანას IV (მამაცობისათვის-1915 ) ხარისხის ორდენით. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა 1930 წელს, საფრანგეთში. წყარო: 1. http://mematiane.ge/product-details.php?id=2036 2. https://ka.wikipedia.org/wiki//გიორგი_თავაძე_(გენერალი) 3. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. -გვ.426; 4. გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ. სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.33; 5. ბახტაძე მ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.175
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |