The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან მამისეიშვილი

ქეთევან მამისეიშვილი
დაბადების თარიღი:198
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ქეთევან მამისეიშვილი წარმატებული ახალგაზრდა ქართველი მეცნიერია. იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის კურსდამთავრებულია.

ამერიკაში 2001 წელს ჩავიდა გაცვლითი პროგრამით, მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში.

2003 წელს სადოქტორო დაიცვა და არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორად შეუდგა მუშაობას. მისი საუნივერსიტეტო მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა -  ასისტენტ - პროფესორიდან დაიწყო, შემდეგ ასოცირებული და ბოლოს, სრული პროფესორი გახდა.

2013 წელს კათედრის გამგედ დაასახელეს.

2016 წელს მიიღო ფაკულტეტის ჯილდო S.T.A.R. (service, teaching, advising, research), როგორც ფაკულტეტის გამორჩეულმა წევრმა.
2008 წლიდან დაწყებული არკანზასის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, რეაბილიტაციის, ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ამჟამად არის აკადემიური და სტუდენტური საკითხების ასოცირებული დეკანი და უმაღლესი განათლების პროფესორი

არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის კო­ლე­ჯში.

ქეთევან მამისეიშვილს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი წამყვან რეცენზირებად ჟურნალებში. იგი თავადაც მუშაობს რეცენზირებად ჟურნალებში რეცენზენტად.

არის ორი საერთაშორისო კონფერენციის მიმომხილველი და უმაღლესი განათლების მიღების ასოციაციის ერთ-ერთი სხდომის თავჯდომარე.

გარდა ამისა, ასრულებს ამერიკის უმაღლესი განათლების ასოციაციის ყოველწლიური კონფერენციის დაგეგმვის კომიტეტის თანათავმჯდომარის ფუნქციას.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ათზე მეტ სადოქტორო ნაშრომს უხელმძღვანელა და 40 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა.

2017 წლიდან ქეთევანი არის არკანზასის უნივერსიტეტის განათლების და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანის მთავარი მოადგილე აკადემიურ დარგში.

„ჩვენს კოლეჯში 5 400-ზე მეტი სტუდენტი, 180-ზე მეტი პროფესორი და 300-ზე მეტი საშტატო თანამშრომელია. ყოველ დღეს მთელი შემართებით ვხვდები. ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს. მას ჩემი ენერგიის და ყურადღების 100%-ს ვუთმობ. პროფესორებთან თუ სტუდენტებთან ურთიერთობას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ძალიან გამიმართლა, რომ უცხო ქვეყანაში ჩემი შრომა და მონდომება სულ მიფასდება“, - სიამაყით აღნიშნავს ქართველი მეცნიერი. 

წყარო:                            

1. https://speech.ge/metsniereba/qethevan-mamiseishvili-prophesori-a-sh-sh/

2. https://tbilisipost.ge/news/qetevan-mamiseishvili--arkanzasis-universitetis-profesori-/4479

3. https://www.facebook.com/MESGeorgia/photos/%EF%B8%8F-გაგაცნობთ-ადამიანს-რომელიც-დღეს-თავისი-შრომით-და-ცოდნით-ქმნის-მომავალს-ქეთევან მამისეიშვილი /2930205086997217/

 


გააზიარე: