შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე ესაძე![]()
ბიოგრაფიააშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიოფიზიკოსი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (Johns Hopkins University) თანამშრომელი, ალექსანდრე ესაძე ერთ-ერთია მეცნიერთა ჯგუფში, რომელიც შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს. მისი საკვლევი მიმართულებებია: დნმ-ის აღდგენა, დნმ-ის გამარტივებული სკანირება, იმუნოლოგია/ვირუსოლოგია/უჯრედის ბიოლოგია. Google Scholar-ზე ალექსანდრე ესაძის 32 ნაშრომის მოძიებაა შესაძლებელი. ახალგაზრდა მეცნიერმა სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა 2008 წელს ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც გაცვლითი პროგრამით ჩავიდა. მისი ვიზიტი დაგეგმილი არ იყო. ისე მოხდა,რომ ტეხასის უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორს დამხმარე სჭირდებოდა, რის შესახებაც ქართველ კოლეგას ჰკითხა რჩევა, თსუ-ში თუ იყვნენ კარგი სტუდენტები, ვისაც აშშ-ში პრაქტიკის მიღება უნდოდათ. მისი რეკომენდაციით, ეს ინფორმაცია 20-მდე სტუდენტმა მიიღო. ალექსანდრემ CV შეავსო, გაგზავნა და რამდენიმე კვირის შემდეგ მოწვევაც მოვიდა. ასე მოხვდა ალექსანდრე ესაძე ტეხასის უნივერსიტეტში. მუშაობა ბიოფიზიკის მიმართულებით დაიწყო, კერძოდ, მისი კვლევის საგანი იყო ცილების ალოსტერული მექანიზმის თეროდინამიკური დახასიათება. პროექტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა მეცნიერი დღეში 18 საათს მუშაობდა, ხშირად შაბათ-კვირასაც. როდესაც კვლევები დასრულდა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ბიოფიზიკის დეპარტამენტის უფროსმა სწავლის გაგრძელება ურჩია. ალექსანდრეც დარჩა და სადოქტოროზე მუშაობას შეუდგა. 2010 წელს პროფესორ ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიას შეუერთდა, სადაც დნმ-ის ცილების მიერ სკანირების მოლეკულური, სუბ-მოლეკულური და ატომური მექანიზმები შეისწავლა. ეს ცოდნა შემდგომში გამოადგა გენეტიკურ ინჟინერიაში გამოყენებული ენზიმების აქტივობების გაზრდისთვის. ადამიანის უჯრედებში დნმ-ის სკანირების მექანიზმების შესწავლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში გააგრძელა. პარალელურად შეიმუშავა პროექტი შიდსის ვირუსის განეიტრალებაზე ადამიანის იმუნურ უჯრედებში, დნმ-ის სკანირების და შეკეთების მექანიზმის დახმარებით. ალექსანდრე ესაძე 7 წელი მუშაობდა ტეხასის მოწინავე საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და 4 წელი ჰოპკინსის სამედიცინო კამპუსში. როგორც წამყვანი მკვლევარ-მეცნიერი, 2018 წლიდან მუშაობს Pfizer Inc-ის ოფისში, სადაც მისი ამოცანა ახალი აცრების შემუშავება და დახასიათებაა. კონკრეტულად, იმ ანტისხეულების შესწავლა, რომლებიც აცრის შემდეგ ადამიანის სხეულში გამომუშავდება. ასევე იკვლევენ ანტიგენების თვისებებს და მათგან გამომუშავებული ანტისხეულების ურთიერთქმედებას, მათ სტრუქტურულ და ბიოქიმიურ მახასიათებლებს. ჯგუფმა, რომლის წევრი ალექსანდრე ესაძეცაა, დიდი წვლილი შეიტანა კორონავირუსის საწინააღმდეგო კოვიდ-ვაქცინის შემუშავებასა და პანდემიასთან ბრძოლაში. წყარო: 1. https://speech.ge/metsniereba/aleqsandre-esadze-metsnieri-a-sh-sh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |