The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოფია ადამია

სოფია ადამია
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი სოფია ადამია საქმიანობს დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში (HMS), რომელიც მდებარეობს ბოსტონის ლონგვუდის სამედიცინო ზონაში.

მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია.

2006 წელს დაამთავრა ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) სამედიცინო ფაკულტეტი (Faculty of Medicine and Dentistry, University of Alberta); კანადაში გაიარა, ასევე, პროფესიული დახელოვნების კურსები: 2005 წელს - ინტენსიური ბიოინფორმატიკის (Bioinformatics Canada/ Canadian Genetics Diseases Network) და 2016 წელს - ინტენსიური ბიოეთიკის (The Kennedy Institute of Ethics, Georgetown University).

2018 წლიდან დისტანციურად კითხულობს ლექციებს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნემისტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტზე. არის პროფესორი ეპიგენეტიკისა და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით.

სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე  სოფია ადამიას 140 პუბლიკაცია იძებნება.

წყარო:

1. https://www.allnews.ge/ganatleba/166217-10-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-prestizhul-institutebsa-da-laboratoriebshi-unikalur-kvlevebshi-monacileoben/ 

 


გააზიარე: