The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი თურქესტანიშვილი

დაბადების თარიღი:1730
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1795  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (14.04.1789) გიორგი (ეგორ) თურქესტანიშვილი (თურქესტანოვი) დაიბადა 1730 წელს სანკტ-პეტერბურგში. მშობლები: ბაადურ თურქესტანიშვილი და ნინო მაჭავარიანი. 

1751 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. 1784 წ-იდან პოლკოვნიკის ჩინით მუშაობდა სამხედრო კოლეგიის ობერ-კონტროლიორად, 1785 წლიდან – გენერალ- კონტროლიორად.

 ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის II და III ხარისხის ორდენებით, რომლებიც მას პირადად გადასცა იმპერატორმა ეკატერინე II-მ. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საკუთარ მამულში, იაროსლავლის გუბერნიაში. დაქორწინებული არ იყო.

გარდაიცვალა 1795 წლის 25 იანვარს პეტერბურგში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

წყარო:
1. https://nobility.pro/ru/statya/842-turkestanov-egor-borisovich.html 

2. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.130.


გააზიარე: