Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავითი თურქისტანიშვილი![]()
Biographyდავით თურქისტანიშვილი XVII საუკუნის II ნახევრისა და XVIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მწიგნობარი და პოლიტიკოსია. იგი გიორგი XI-მ გაგზავნა მოსკოვში არჩილ II-სთან. გზად დაღესტანში დაატყვევეს. ტყვეობაში შამხალმა დაიახლოვა და ერთხანს თავისთან დაიტოვა. “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მან „შამხალი განხსნა სენისაგან“. საქართველოში დაბრუნებული დავით თურქისტანაშვილი არჩილმა ყირიმის ხონთქართან გაგზავნა დახმარების საძიებლად, შემდეგ კი თან იახლა რუსეთში. 1699 წლიდან დავით თურქისტანიშვილი მოღვაწეობდა მოსკოვში, არჩილის კარზე, რომელიც ქართული კულტურის კერად იქცა. მეფე-პოეტის, არჩილ II-ის თხზულებათა კრებული "არჩილიანი" შეუდგენიათ ჯერ კიდევ არჩილის სიცოცხლეშივე, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. ცნობილია „არჩილიანის“ ორი ნუსხა. ერთი ეკუთვნის მეფის მდივანს გივი თუმანიშვილს. გადაწერილია 1701-1703 წლებში, ხოლო მეორე - მონაზონ დავით (დაუთ) თურქისტანიშვილს. ამ ნუსხის ნაწილი, რომელიც გადმოღებულია პირველისგან, გადაწერილი ყოფილა 1705 წლის 1 მაისიდან 25 აგვისტომდე, ხოლო ნაწილი 1706 წელს (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის ფილიალი, ხელნ. #22 და S–424). დავით თურქისტანიშვილის გადაწერილი ნუსხის პირი, მე-19 ს-ის დამდეგისა, ინახებოდა პეტერბურგის საჯარო წიგნსაცავში (#653), დღეს დაბრუნებულია სამშობლოში (საქართველოს მუზუმი, H 2116). წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.131. 2. კეკელიძე კ. ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ.2. - თბილისი, 1958.- გვ.574.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |