The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჰასან ფეჰმი ბეი აბაშიძე

დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1957  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ჰასან ფეჰმი ბეი (აბაშიძე) დაიბადა 1870 წელს ბათუმში. ლაზისტანის სანჯაყბეგის, იბრაჰიმ ატიფ ბეის შვილი და მემედ აბაშიძის უფროსი ძმაა.

დაამთავრა ბათუმის დაწყებითი და ტრაპიზონის საშუალო სკოლები.

1892 წელს სტაჟიორად დაიწყო მუშაობა ვაჭრობისა და კეთილმოწყობის სამინისტროს სამდივნოში. 1896 წელს კეთილმოწყობის სამმართველოს სამდივნოში გადავიდა.

1898 წელს წოდებათა მეოთხე, 1900 წელს კი მესამე კლასს მიაკუთვნეს.

1906 წელს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის საკასაციო განყოფილებაში დაინიშნა.

ბაღდადსა და ბევრ სხვა ქალაქში საპატიმროს უფროსად მუშაობდა.

ჰასან ბეი 1916-1923 წლებში ბათუმში ცხოვრობდა, შემდეგ კვლავ თურქეთში გადავიდა.

გარდაიცვალა 1957 წელს.

წყარო:

1. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები.- სტამბოლი, 2012. - გვ. 423-424


გააზიარე: