The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ბაბუაძე

გიორგი ბაბუაძე
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მევიოლინე და დირიჟორი გიორგი ვალერიანის ძე ბაბუაძე დაიბადა 1961 წლის 7 დეკემბერს, თბილისში. მამა ჟურნალისტი იყო, დედა – მუსიკის მასწავლებელი.

1975 წელს დაამთავრა თბილისის № 3 მუსიკალური სკოლა (პედაგოგი ვ. ვოსკანოვა, ვიოლინო); 1980 წელს -  თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი (პედაგოგი დ. რეიზნერი, ვიოლინო); 1985 წელს - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი ლ. შიუკაშვილი, ვიოლინო); 1988 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა (პედაგოგი ო. დიმიტრიადი, საოპ.-სიმფ. დირიჟორი).

სადიპლომო ნამუშევარი - მოცარტის ოპერა „თეატრის დირექტორი“.

1986-1991 წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი;

1985-1988 წწ.-  ქ. ცხინვალის კამერული ორკესტრის I ვიოლინო, რუსთავის კამერული ორკესტრის I ვიოლინო;

1986-1991 წწ. - თბილისის ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი (ვიოლინო);

1991-1993 წწ. - თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრის პედაგოგი;

1989-1993 წწ. - საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი;

1990-1993 წწ. - ბათუმის ოპერის თეატრის დირიჟორი;

გასტროლებით იმოგზაურა: ლატვია, იაპონია, ფინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, სინგაპური, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, აშშ.

1993 წელს იტალიაში წავიდა და სამი წლის მანძილზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ორკესტრთან მევიოლინედ. იტალიური ენაც შეისწავლა.

1993-1996 წწ. - მილანის Orchestra Guido Canteli-ს I ვიოლინო;

იტალიაში მუშაობის პერიოდში შემთხვევით გაიგო რომ იაპონიაში ეძებდნენ მუსიკოსებს, თავისი სივი გააგზავნა და მალე თანამშრომლობა შესთავაზეს. 1996 წლიდან იაპონიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

1996-2001წწ. - იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი;

2001 წლიდან - Kansai Philarmonic Orchestra-ს კონცერტმაისტერი; ქ. ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი;

ლაურეატი მოწაფეები: კეიტა ჰორიე.

მის რეპერტუარშია: ვ. აზარაშვილი "ნოკტიურნი", ნ. გაბუნია "იგავი", ნ. მამისაშვილი საორკესტრო პიესები, ს. ცინცაძე "მინიატიურები"; ასევე: მოცარტის, ვერდის, პუჩინის ოპერები; ინსტრუმენტული კონცერტები-მენდელსონი, პ. ჩაიკოვსკი;

ამომავალი მზის ქვეყანაში ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს  სიმებიანი კვარტეტი "თბილისი". გიორგი ბაბუაძე ამ კვარტეტში უკრავს და იაპონელებს ქართულ მუსიკას აცნობს.

ამჟამად, კანსაის ფილარმონიული ორკესტრის კონცენტრმაისტერი, ანუ პირველი ვიოლინო  და დირიჟორია. ასევე, კითხულობს ლექციებს კიოტოს ხელოვნების უნივერსიტეტში და ხშირად მასტერკლასებსაც ატარებს.

იაპონიის მთავრობამ გიორგი ბაბუაძის შრომა დააფასა და სამუსიკო ხელოვნების მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის საიმპერატორო ორდენით დააჯილდოვა. იგი იაპონელ მუსიკოსებს სამშობლოში ხშირად იწვევს და მისი ხელმძღვანელობით საქართველოში კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება.

იაპონიის მთავრობის უმაღლესი ჯილდო - „ამომავალი მზის ვერცხლის სხივების ორდენი“ (Order of the Rising Sun“) ქართველ მუსიკოსს თავად იაპონიის იმპერატორმა გადასცა.

გიორგი ბაბუაძეს, ასევე, მიღებული აქვს - ოსაკის კრიტიკოსთა საზოგადოების პრემია და მერიის Osaka City Citizen’s Award.

ქართველ მუსიკოსს იაპონიის მოქალაქეობა არ მიუღია, მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც რეზიდენტს, სამუდამო ვიზა აქვს, სამშობლოში ჩამოსვლას წელიწადში 3-4 ჯერ ახერხებს და კონცერტებსაც ხშირად მართავს. ცოლ-შვილიც საქართველოში ჰყავს.

რაც შეეხება ენას, იაპონურის შესწავლა ძალიან რთულია, თუმცა, გიორგი ბაბუაძემ შეუძლებელი შეძლო, იაპონური იეროგლიფები შეისწავლა და ახლა ამ ენაზე წერა და საუბარი შეუძლია.

წყარო:

#სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 51 

http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268457369

 


გააზიარე: