შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თამაზ ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფიათამაზ ალექსის ძე ბათიაშვილი დაიბადა 1941 წლის 18 მარტს, თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“; 1963 წელს - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია; 1966 წელს - ასპირანტურა. სწავლის ყველა საფეხურზე მისი ვიოლინოს პედაგოგი იყო პროფესორი შოთა შანიძე. 1959-1970 წწ. მუშაობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს მასწავლებლად; 1963 მუშაობა დაიწყო კონცერტმაისტერად საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი თავად გახლდათ; 1966 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის უცვლელი წევრია (II ვიოლინო). 1963 წლიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებში: გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვა. 1967-1990 და 2005-2015 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვიოლინო), 1986 წლიდან პროფესორი. 1970-1972 წწ. უკრავდა მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში; 1990- 2005 წლებში მოღვაწეობდა ქ. ინგოლშტატში (გერმანია), როგორც საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მევიოლინე და პედაგოგი; კონკურსები: II პრემია და სპეციალური პრემია ბარტოკის საუკეთესო შესრულებისთვის (ლ. ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1972, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად); ჯილდოები: ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1971); საქართველოს სახალხო არტისტი (1980); შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1992); ღირსების ორდენი (2004); საქართველოს სახელმწიფო პრემია სიმებიან კვარტეტთან ერთად (2010). ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძის ყველა სიმებიანი კვარტეტი; ს. ნასიძის, ნ. გაბუნიას, ვ. აზარაშვილის სიმებიანი კვარტეტები; ს. ნასიძის საფორტეპიანო კვინტეტი; გ. ციციშვილის სავიოლინო კონცერტი; ვ. აზარაშვილის სონატა ორი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის და სხვა. 1991 წლიდან თამაზ ბათიაშვილი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მისი შემოქმედებითი კავშირი საქართველოსთან არ შეწყვეტილა. თამაზ ბათიაშვილის ქალიშვილი ლიზა ბათიაშვილი ასევე მსოფლიო კლასის მევიოლინეა და მამის გზას უდიდესი წარმატებით განაგრძობს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/თამაზ_ბათიაშვილი დუმბაძე, მანანა. საქართველოს სიმებიანი კვარტეტი: ეძღვნება კვარტეტის შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლისთავს [კ. ვარდელი, თ. ბათიაშვილი, ო. ჩუბინიშვილი, ნ. ჟვანია] / მანანა დუმბაძე. - თბ., 2006. ქავთარაძე, ნანა. საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი // ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების / ნანა ქავთარაძე. - თბილისი, 2013. - გვ. 287-290. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბილისი, 2015. - გვ.54-55.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |