Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თეიმურაზ ლომთაძე![]()
Biographyფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ (თემურ) ალექსანდრეს ძე ლომთაძე დაიბადა 1947 წლს 29 აპრილს ქ. ბორჯომში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კარიერა დაიწყო 1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, ინჟინრის პოზიციით; 1972 წ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974 წ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1976 წ. - ჯგუფის ხელმძღვანელი (ექსპერიმენტი RISK-ი); 1984 წ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წ. -ამაჩქარებელზე ექსპერიმენტების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993 წ. -ამაჩქარებელზე ექსპერიმენტების განყოფილების ხელმძღვანელი; 1980-1985 წწ. გაერთიანებული ბირთვული ინსტიტუტის (დუბნა) მიერ დაინიშნა საერთაშორისო ექსპერიმენტ RISK-ის თანახელმძღვანელად; 1994 წ. მიიწვიეს იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პიზის დეპარტამენტის ფიზიკოს-ექსპერიმენტატორად; 1995-2002 წწ. კონტრაქტით - წამყვანი ტექნოლოგი, ექსპერიმენტებში KLOE და VIRGO; 2002-2010 წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან მონაწილეობს ექსპერიმენტ CMS-ში - დეტექტორის ტრეკული სისტემის ცენტრალური ნაწილის შექმნა; ამასთან, არის იტალიის რესპუბლიკის ბირთვული ნაციონალური ენერგიის ცენტრის CERN-ის ექსპერიმენტის: კომპაქტური მიონური სოლენოიდის დეტექტორის წევრი. თეიმურაზ ლომთაძე გახლავთ მეცნიერებასა და ტექნიკაში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983); გაერთიანებული ბირთვული კვლევის ინსტიტუტის (დუბნა) პრემიის ლაურეატი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორობაში (RISK-ი, 1994); მეორე პრემიის ლაურეატი (RISK-ი, 1996); 2013 წელს ღირსების ორდენებით დაჯილდოვდა; არის 500-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ; 2015 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორად; 2019 წელს იტალიის ელჩმა საქართველოში, ანტონიო ბარტოლიმ მას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა, რომელიც ქართველ მეცნიერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა. არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის წევრი. ჰყავს ვაჟი ალექსანდრე (სანდრო) და ორი შვილიშვილი. წყარო: 1. https://www.ambebi.ge/article/254712-20-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-camqvan-la/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |