შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ბაგრატიონი დაიბადა 1877 წელს. 1923 წელს ვარშავის უმაღლეს საინტენდანტო სასწავლებელში სწავლობდა. პარალელურად ასწავლიდა რემბერტოვის IV სამხედრო საწვრთნელ ცენტრში პოლკის მეთაურთა კურსებზე. სწავლის დამთავრების შემდეგ პოლონეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, საკონტრაქტო ოფიცერი გახდა. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა პოლონეთის ქართულ კომიტეტში. ვარშავის კაპიტულაციის შემდეგ კოლდიცის გერმანელების ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. ბანაკიდან გათავისუფლებული დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ომის დამთავრების შემდეგ „რადიო თავისუფლებაში“ სტენოგრაფთა უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. გარდაიცვალა 1955 წელს, ლონდონში. დასაფლავებულია მეუღლესთან ერთად ბრომპტონის სასაფლაოზე. ალექსანდრეს მეუღლე ბარბარე ბაგრატიონი, 1930 წელს ვარშავაში „პრომეთეს“ კლუბის ქალთა სექციის აქტიური წევრი იყო, ხოლო ქალიშვილი მარიამი, მე-17 ქალთა სატრანსპორტო კომპანიისა და 218-ე კომპანიის II საველე კორპუსში მსახურობდა. ალექსანდრეს ვაჟი ნიკოლოზ ბაგრატიონი (1908-1940), საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მშობლებთან ერთად ჩავიდა ვარშავაში. მას ცოლად ჰყავდა პოლონელი ჰელენა რუძკა. დაქორწინებიდან სამ თვეში ნიკოლოზი გარდაიცვალა. განისვენებს ვარშავაში მეუღლის საგვარეულო სასაფლაოზე. მის დაკრძალვაზე პანაშვიდი გრიგოლ ფერაძემ აღასრულა. პოლკოვნიკ ველი ბექ იედიგარის ცნობით, - „ნიკოლოზ ბაგრატიონის გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ იგი ქართულ ემიგრაციაში გრიგოლ ფერაძესთან ერთად ანტიპოლონურ მოძრაობას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო სიცოცხლე მათ გერმანელმა ოკუპანტებმა მოუსპეს“. წყარო: ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.217-218
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |