შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვლადიმერ ლაღიძე![]()
ბიოგრაფიაპოლონეთისა და ინგლისის არმიების ოფიცერი ვლადიმერ (ლადო) ლაღიძე დაიბადა 1898 წელს, აშხაბადში. ის დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ყოფილი იუნკერი გახლდათ. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და სხვა იუნკრებთან ერთად პოლონეთში მოხვდა. ვარშავის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გახდა პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი. 1924 წელს ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში არტილერიის ლეიტენანტად და განვლო გზა არტილერიის მაიორობამდე. მონაწილეობდა 1939 წლის ბრძოლებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ იყო ერთ–ერთი საარტილერიო ათასეულის მეთაური. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის გენერალ ვლადისლავ ანდერსის ადიუტანტი იყო. ომის დამთავრების შემდეგ ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში დარჩა, სადაც გარდაიცვალა 1960 წელს. 1976 წელს მისი ნეშთი პარიზთან ახლოს გადაასვენეს. დაჯილდოებული იყო „ვირტუტი მილიტარის“ უმაღლესი ორდენით. წყარო: 1. ურუშაძე ლევან. ვლადიმერ (ლადო) ლაღიძე : (1900–1960)// ურუშაძე ლევან. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია . - თბ., 2005.– გვ. 27–28. 2. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.223.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |