შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლომიძე ვიქტორი![]()
ბიოგრაფიავიქტორ ლომიძე გახლდათ პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საკონტრაქტო ოფიცერი, როტმისტრი. 1925-1926 წლებში პლინსკის ფლოტილიის ხომალდ „ვარშავას“ კაპიტნის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო, 1935-1939 წლებში კაპიტანი გახდა. როცა 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანელების მიერ ხომალდ „გრიფის“ დაბომბვას კაპიტნის სიცოცხლე შეეწირა, იგი ვიქტორ ლომიძემ შეცვალა. ტყვედ აიყვანეს ლატვიაში, სადაც სტანისლავ პრინევეცკისთან ერთად „ალბატროსით“, მეთევზეთა გემით გადავიდა. შემდეგ შვედეთში მოხვდა, იქიდან კი, 1940 წელს, დიდ ბრიტანეთში გადაინაცვლა. გარდაიცვალა 1956 წელს. დაკრძალულია ლონდონის ბრომპტონის სასაფლაოზე. წყარო: 1. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.223
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |