Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი არჯევანიძე![]()
Biographyგიორგი პავლეს ძე არჯევანიძე დაიბადა ქ. სიღნაღში, 1863 წლის 24 იანვარს. დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში: პოდპორუჩიკი (1883), პორუჩიკი (1887), შტაბსკაპიტანი (1893), კაპიტანი (1899), პოდპოლკოვნიკი (1905), პოლკოვნიკი (1910), გენერალ-მაიორი (1916). 1905 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. I მსოფლიო ომის დროს (1914–1918) თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე - მონაწილეობდა არზრუმის ციხე–სიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. 1916 წ. იყო 153-ე ქვეითი პოლკის მეთაური, 1917 წლის სექტემბრიდან კი 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს არმიაში - ცხენოსანი დივიზიის მეთაური. 1920 წ. იყო ქალაქ ფოთის გარნიზონის უფროსი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შევიდა წითელ არმიაში. 1921 წელს იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან გავიდა თადარიგში (პერსონალური პენსიონერი). დაჯილდოებული იყო: 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის; 1909 - წმინდა ანას II ხარისხის; 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის; წმ. ვლადიმირის III (ხმლებით) და IV ხარისხის (ხმლებით და ბაფთით) ორდენებით; გარდაიცვალა თბილისში, 1940 წლის 16 იანვარს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.222 https://mematiane.ge/product-details.php?id=2017
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |