Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მიხეილ ალშიბაია![]()
Biographyრუსეთში მოღვაწე კარდიოქირურგი მიხეილ დურმიშხანის ძე ალშიბაია დაიბადა 1958 წლის 15 იანვარს ბათუმში, მედიკოსების ოჯახში. 1974 წელს ჩაირიცხა ნ. ი. პიროგოვის სახელობის მოსკოვის მე-2 სამედიცინო უნივერსიტეტში (РГМУ). 1982 წლიდან მუშაობს ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კორონარული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1998 წლიდან - პროფესორი. სადისერტაციო თემა: "ბრაქიცეფალიური არტერიების დაზიანებით დაავადებული პაციენტების ქირურგიული მკურნალობა" (1998). გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 4 მონოგრაფია. მათ შორის: „კორონარული ქირურგიის ისტორიის ნარკვევები“ (2002) და „კარდიოლოგიის გზამკვლევი სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებისთვის“. საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. არის ჰოსპისთა დახმარების მოსკოვის საქველმოქმედო ფონდის - „ვერა“ - სამეურვეო საბჭოს წევრი. მიხეილ ალშიბაია ფერწერულ ტილოთა ცნობილი კოლექციონერია. სურათების შეგროვება 1986 წელს დაიწყო. დღეს ის საბჭოთა მხატვრების ნამუშევართა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოლექციის მფლობელია. ის აგროვებს ექსკლუზიურად „თანამედროვე ხელოვნების“ ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილია 1960-იანი წლებში და შემდგომ, „დათბობისა“ და „პერესტროიკის ეპოქაში. 2003 წლიდან მოყოლებული, მის კოლექციაში შემავალი ნახატები ხშირად მონაწილეობენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებში. 2015 წელს, ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მიხეილ ალშიბაიას მიერ შექმნილი ტილოც, სახელწოდებით - „სპირალური გული“. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Алшибая,_Михаил_Михайлович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |