The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბორის ბერიძე

ბორის ბერიძე
Date of birth:13 July, 1888
Date of death:11 July, 1916  (at 27 years)
Burial location:ნოვოპოკროვსკაიას სასაფლაო, რუსეთი
Category:Military Person

Biography

ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ბორის ბერიძე დაიბადა 1888 წლის 13 ივლისს, ქუთაისის გუბერნიაში. მამამისი, იოსებ ბეჟანის ძე ბერიძე (1838-1906) რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. დედა გახლდათ ანა ივანეს ასული ფატეევა. სამხედროები იყვნენ ბორისის ძმებიც - საზღვაო მფრინავი ვლადიმერი (1892-1916) და პოლკოვნიკი, გიორგის ჯვრის კავალერი, დიმიტრი (1880, სავარაუდოდ ემიგრაციაში წავიდა).

ოჯახი ცხოვრობდა სტანიცა ნოვოპოკროვსკაიაში (კრასნოდარის მხარე), სადაც იდგა სამხედრო ნაწილი.

ბორის ბერიძემ 1906 წელს დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი; 1906-1908 წწ. სწავლობდა პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ პოდპორუჩიკის წოდებით გადაიყვანეს 34-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1911 წლიდან პორუჩიკი; 1915 წლიდან შტაბს-კაპიტანი.

1915 წელს მივლინებულ იქნა გატჩინის საავიაციო სკოლაში, მეთვალყურე მფრინავის რანგში, საავიაციო რაზმის ჩამოსაყალიბებლად.

1916 წლიდან სამხედრო მფრინავია.

პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მე-3 საარმიო საავიაციო რაზმში. დაჯილდოებული იყო რუსეთის არმიის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით: 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის; 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის (ხმლებითა და ბაფთით); 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის (ხმლებით); 1915 - წმინდა ანას III ხარისხის (ხმლებითა და ბაფთით); 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის (სიკვდილის შემდეგ).

დაიღუპა 1916 წლის 11 ივლისს, დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენის დროს მართავდა "ვუაზენის" ტიპის აპარატს, რომელიც საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის "ფოკერის" ტიპის გამანადგურებელმა. 

დაკრძალულია ნოვოპოკროვსკაიას სასაფლაოზე.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Беридзе,_Борис_Иосифович 

Авиаторы - кавалеры ордена Св. Георгия и Георгиевского оружия периода Первой мировой войны 1914-1918 годов: Биографический справочник / Сост. М.С. Нешкин, В.М. Шабанов. - М, 2006

http://www.retroplan.ru/encyclopaedia.html?sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=310

https://ka.wikipedia.org/wiki//ბორის_ბერიძე

https://selgazeta.ru/slovo-k-chitatelyu/dom-polkovnika-beridze.html


Share: