The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ია იაშვილი

ია იაშვილი
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ფიზიკის დოქტორი ია იაშვილი ნიუ იორკის სახელმწიფო (ბუფალოს) უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერია.

1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. გამოირჩეოდა კარგი სწავლით, რუსთაველის სახელობის სტიპენდიანტი იყო და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა.  

1990 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. ევროპაში, სამეცნიერო მოღვაწეობის მიზნით, პირველად 1992 წელს გაემგზავრა.

1993 წელს ინსტიტუტმა CERN-ის ბირთვული კვლევების ცენტრთან დაიწყო თანამშრომლობა და ვინაიდან CERN-ის საერთაშორისო ლაბორატორია შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს, კოლაბორაციის ფარგლებში, იას წელიწადში რამდენიმე თვის მანძილზე ბერლინში, სტრასბურგსა და ჟენევაში უწევდა ყოფნა.

1995 წელს ია იაშვილი და მისი მეუღლე, ავთო ხარჩილავა, ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად. მუშაობა დაიწყეს მაღალი ენერგიების კვლევით ცენტრში, DESY-ში - ავთო ცენტრის მკვლევარ-მეცნიერი გახდა, იამ კი 1997 წელს დისერტაციაზე დაიწყო მუშაობა და 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (Humboldt University, Berlin). მისი სამეცნიერო კვლე­ვის სფე­როა მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ფი­ზი­კა, მის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში შე­დის: ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ფი­ზი­კა და ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა.

1995-2000 წლებში, ია და ავთო, პარალელურად, აგრძელებდნენ CERN-თან თანამშრომლობას. 

ამერიკაში 2000 წელს ჩავიდნენ. ამ წელს ჩიკაგოსთან ახლოს მდებარე საერთაშორისო ლაბორატორია Fermilab-ში (Fermi National Accelerator Laboratory) ამუშავდა Tevatron ამაჩქარებელი, რომელიც იმ პერიოდისთვის ყველზე მაღალი ენერგიების ამაჩქარებელი იყო, ამიტომ მაღალი ენერგიების ფიზიკოსისათვის, 2000-იან წლებში Fermilab-ი ყველაზე საინტერესო ლაბორატორიას წარმოადგენდა.

ცოლ-ქმარი ლაბორატორია Fermilab-ში 2005 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი ნიუ იორკის ბუფალოს უნივერსიტეტში გადავიდნენ.
ბუფალოს უნივერსიტეტი ნიუ იორკის შტატში ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტია, 30 000 სტუდენტით. 2005 წლამდე აქ მაღალი ენერგიების ფიზიკის დეპარტამენტი არ არსებობდა, 2005 წელს კი ერთდროულად გაიხსნა ორი პოზიცია მაღალი ენერგიების ფიზიკის მეცნიერ თანამშრომლებისთვის, რომელიც იამ და მისმა მეუღლემ დაიკავეს და მას შემდეგ აქ მუშაობენ.

ამჟამად ია იაშვილი არის ბუფალოს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი. მისი საქმიანობა მოიცავს სამეცნიერო კვლევებს და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობს ლექციებს, ხელმძღვანელობს დოქტორანტებს და მკვლევარ-მეცნიერებს.

CERN-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია “დიდი ადრონული კოლაიდერი”, რომელიც აჩქარებს ნაწილაკებს ძალიან მაღალ ენერგიებამდე და სწავლობს მათ შეჯახებებს, რისთვისაც საჭიროა დეტექტორი.

CERN-ში არსებული რამდენიმე დეტექტორიდან აღსანიშნავია CMS და ATLAS. ბუფალოს უნივერსიტეტი კი CMS ექსპერიმენტის წევრია. უნივერსიტეტს ამ პროექტში დიდი წვლილი მიუძღვის. დეტექტორის ერთ-ერთ ნაწილს იას და მისი მეუღლის მონაწილეობით შექმნილი ტრეკერი წარმოადგენს, რომლის გარდა სხვა ტექნოლოგია არ არსებობს. ია სხვადასხვა ექსპერიმენტსა და პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის არის ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა.

ია იაშვილი ბუფალოს უნივერსიტეტში კომიტეტის წევრიცაა, რომლებიც სტუდენტების აპლიკაციებს განიხილავენ. სტუდენტების შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ GPA-ს და ასევე იმასაც, აქვთ თუ არა მათ მიღებული მონაწილეობა კვლევებში, ან პუბლიკაციებში.

წყარო: 

1. https://speech.ge/metsniereba/ia-iashvili-phizikosi-ashsh/ 

2. https://on.ge/story/78566--ია-იაშვილი

 

 

 

 

 


გააზიარე: