შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მარია კუბლაშვილი![]()
ბიოგრაფიასაოპერო მომღერალი მარია კუბლაშვილი არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. იგი აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. დაიბადა და გაიზარდა ქ. ტყიბულში. იქვე დაამთავრა მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. სიმღერა მის ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოვიდა. სამი წლის ასაკიდან მღეროდა, ოღონდ საესტრადო ჟანრში, თავისთვის სიმღერებსაც წერდა. მეცხრე კლასში იყო, როცა მშობლებმა ქუთაისში წაიყვანეს, სადაც მისმა მოგვარემ, მუსიკალური კოლეჯის ვოკალის პედაგოგმა რამაზ კუბლაშვილმა აღმოაჩინა, რომ გოგონას საოპერო ხმა ჰქონდა. მომღერლობა ამის შემდეგ გადაწყვიტა. მარია კუბლაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი, გოჩა ბეჟუაშვილის კლასი. აქვს ლირიკულ-კოლორატული სოპრანო. კონსერვატორიის მაგისტრატურაზე სწავლობდა, როცა გაიმარჯვა იტალიის საელჩოს მიერ საქართველოში ჩატარებულ კონკურსში „პრემიო-რომა”. გაემგზავრა რომში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიაში. მისი პედაგოგი იყო პროფესორი კარლო დეზედელი, ცნობილი ბარიტონი. იტალიაში გატარებულმა სამმა თვემ მომღერალს უდიდესი გამოცდილება შესძინა. გარდა ამისა, იგი იქვე გამოვიდა პიანისტებისა და ვოკალისტების ერთობლივ, ე. წ. ნიკოლოზის კონკურსზე, სადაც ფინალისტი გახდა. მარია კუბლაშვილის კარიერა დახუნძლულია სტიპენდიებითა და საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებებით. მან პირველი ადგილი მოიპოვა ბელკანტოს აკადემიისა და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსებში. მარია კანილიასა და ბიულბიულ ოღლის საერთაშორისო კონკურსებში კი მესამე ადგილი დაიკავა. იგი არის ჰანს გაბორ ბელვედერის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი. 2010 წელს მომღერალმა ძალიან პრესტიჟულ, მონსერატ კაბალიეს სახელობის კონკურსზე იმღერა სარაგოსაში და მსოფლიოს საუკეთესო ხმებს შორის, ოცდასამი წლის ასაკში, მესამე ადგილი დაიკავა. 2. კუბლაშვილი მარია.მარია კუბლაშვილის გზა კონსერვატორიიდან იტალიის საოპერო სცენაზე : კლასიკა : ინტერვიუ / მარია კუბლაშვილი ; ესაუბრა ოლიკო გვენეტაძე // ქართული ელიტა : საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2010. - იანვარი. - N1. - გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |