Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თამარ კალანდაძე![]()
Biographyთამარ კალანდაძემ ნორვეგიული ენის შესწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და მალევე აღმოჩნდა ნორვეგიაში. თავდაპირველად ოსლოსა და ბერგენის უნივერსიტეტების საზაფხულო სკოლებში გადიოდა ნორვეგიული ენის კურსებს. შემდეგ კი, ერთწლიანი სტიპენდიით, ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. ამჟამად ის არის ასოცირებული პროფესორი ოსთფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში. ძირითადად სამაგისტრო პროგრამაზე ასწავლის. კითხულობს ლექციებს აუტიზმსა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევებზე, ნევრომრავალფეროვნებაზე, ასევე, ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე, მათი განვითარების სირთულეებსა და კვლევის მეთოდებზე. გარდა ამისა, ასწავლის ოსლოს უნივერსიტეტში, ხოლო, შვედეთში, კაროლინსკას ინსტიტუტში ხელმძღვანელობს მალინ დალბი-სკუგის სადოქტორო ნაშრომს, რომლის თემაა: ენობრივი და კოგნიტური უნარები სმენის დაქვეითების მქონე პირებში. პარალელურად, კოლეგასთან ერთად, სათავეში უდგას სამეცნიერო კვლევით ჯგუფს DeveLeP (Development Learning and Psychological Processes). თუმცა, კვლავ აგრძელებს კვლევებს კომუნიკაციაზე, ენობრივ უნარებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აუტიზმის მქონე პირებში. მნიშვნელოვანი სიახლე შეაქვს კვლევის დიზაინში. პროექტის დაგეგმვის პროცესში, თანამშრომლობს აუტიზმის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში მეცნიერის ინტერესი კვლევის მეთოდების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ფაქტობრივად, ის აღმოჩნდა ახალ სფეროში, რომელსაც მეტა-კვლევა ან მეტა-მეცნიერება , ასევე “ღია მეცნიერება“ (Open Science/open research/open scholarship) ჰქვია. მეტა-კვლევის მთავარი მიზანია, კვლევების ხარისხის კრიტიკული ანალიზის გზით, მათი ხარისხის გაუმჯობესება. თამარ კალანდაძე თვლის, რომ ახალგაზრდებს გამოწვევების არ უნდა შეეშინდეთ, ხოლო, უკვე დაფუძნებული მეცნიერები, ვალდებულები არიან სტუდენტებს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში და თავის დამკვიდრების პროცესი გაუმარტივონ. წყარო: 1. https://speech.ge/metsniereba/thamar-kalandadze-metsnieri-norvegia/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |