შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნინო ნასიძე![]()
ბიოგრაფიანინო (ნინი) ნასიძე დაიბადა 1989 წლის 12 აპრილს, თბილისში. ბავშვობიდან მოსწონდა ორგანიზება, კომუნიკაცია, ურთიერთობები და გერმანული ენა, რის გამოც გადაწყვიტა ბიზნეს მენეჯმენტის შესწავლა. 1910 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტი; ფაკულტეტს კავშირები ჰქონდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტთან და გერმანულ კომპანიებთან, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტიპენდია მოეპოვებინათ გაცვლითი სემესტრისთვის, ან გაევლოთ სტაჟირება. ნინოს პირველი ვიზიტი გერმანიის ქალაქ ჰაიდენჰაიმში Duale Hochschule Baden-Württemberg-ის გაცვლითი სემესტრის ფარგლებში მოხდა. ბაკალავრიატის მესამე კურსზე კი, ქალაქ Euskirchen-ის როტარი კლუბის მხარდაჭერით, სტაჟირება გაიარა ქ. კიოლნში, კომპანია DKMS GmbH მარკეტინგისა და სპონსორების მოძიების დეპარტამენტებში (Fundraising). 2011-2015 წწ. ხელმძღვანელობდა გერმანული კომპანიის ბექ ოფისის ჯგუფს თბილისში, აქტიურად იყო ჩართული კომპანიის ბიზნეს პროცესების აღწერასა და ოპტიმიზაციაში, მონაწილეობას იღებდა ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის პროცესში; გერმანიაში გადასვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობა განაგრძო ამავე კომპანიის გერმანიის ცენტრალურ ოფისში. 2015 წელს კვლავ გამოჩნდა ქ. კიოლნში მუშაობისა და ამავე დროს მაგისტრატურის გაგრძელების შესაძლებლობა. ნინიმ მაშინვე გააგზავნა საბუთები კიოლნის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე - „ბაზარზე ორიენტირებული კომპანიების მენეჯმენტი“ და ჩარიცხვის შემდეგ, 2015 წლის სექტემბერში, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამავე 2015 წელს ნინი ნასიძე გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, 2017 წელს კი -კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. სამაგისტრო თემა - "აუთსორსინგის შანსები საქართველოში". ნინო ნასიძე არის თანაავტორი გერმანიაში გამოცემული ნაშრომისა: "საქართველოს ღირებულებები: ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში=Werte Georgiens : Expedition in eine aufstrebende Wirtschaft=Values of Georgia: Expedition to an Emerging to an Emerging Economy". სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 2018 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო. ნინი ნასიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კლიენტების მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით. 2018 წლიდან მუშაობს კომპანია Weinor GmbH & Co. KG-ში B2B გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე (Teamlead Customer Service). Weinor-ი ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ტერასების, შემინული ბაღების, მზის საჩრდილობელი პერგოლას მიმართულებით. გერმანელ პარტნიორებთან ერთად, 2021 წელს დააფუძნა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საზოგადოება. ნინო არის მისი მმართველი დირექტორი. შპს DG Consult გერმანულ-ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: ბიზნესის მიმართულება და სამედიცინო მიმართულება. DG Consult GmbH-ი ეხმარება ქართულ და გერმანულ კომპანიებს ბიზნეს-კონტაქტების მოძიებასა და საქართველო-გერმანიის ბაზარზე წარმატებით შესვლის პროცესში. კომპანიის კომპეტენცია ეფუძნება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე პერსონალს, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის ტრანსფერს, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და გერმანია-საქართველოს შორის ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. წყარო: 1. https://speech.ge/skhvadaskhva/nino-nasidze-biznes-menejeri-germania/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |