შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით მრელაშვილი![]()
ბიოგრაფიადავით მრელაშვილს ექიმობა ბავშვობიდან უნდოდა. თვლის, რომ ექიმის პროფესია ძალიან ახლოს არის მის ხასიათთან, რადგან დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების დახმარება. დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (2011 წლამდე უმაღლესი სამედიცინო სკოლა ,,აიეტი’’), რომელიც ორიენტირებული იყო წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაზე. საქართველოში 1990 – იანი წლების ბოლოს კარიერის გაგრძელება და განვითარება ნებისმიერ პროფესიაში ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში - შეუძლებელიც იყო. რეალურად, იმ დროს საუკეთესო პერსპექტივას ამერიკაში ან ევროპაში წასვლა წარმოადგენდა. ახალგაზრდა ექიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. სჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი იყო სამედიცინო განათლების გაგრძელებისა და კარიერული წინსვლისთვის. ბუნებრივია, იყო სირთულეები, თუმცა გამოჩნდა არაერთი კარგი ადამიანი, ვინც დაეხმარა რჩევით, ფინანსურად, ან თუნდაც სწორი მიმართულების მიცემით. დავითს ბავშვობიდან იზიდავდა რთული პროცესები, მათი ახსნა, გამოკვლევა. განსაკუთრებით აინტერესებდა ადამიანის ტვინი, მისი ამოუწურავი შესაძლებლობები. ფიქრობს, რომ თავის ტვინის ფუნქციებიდან ძალიან ბევრი რამ არის უცნობი და აღმოსაჩენი... აქედან გამომდინარე აირჩია მომავალი სპეციალიზაცია, ჩააბარა ნევროლოგიის რეზიდენტურაში და გაიარა შესაბამისი კვალიფიკაციები. ამჟამად მუშაობს ამერიკის 200 -ზე მეტ კლინიკაში, როგორც ტელემედიცინის სპეციალისტი- ნევროლოგიის განხრით. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამედიცინო თუ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებში, ძირითადად მრჩეველთა საბჭოს, ან ბორდის წევრის სახით, რათა მიღებულ გამოცდილებას უფრო მასშტაბური გამოყენება მისცეს. წყარო: 1. https://speech.ge/meditsina/davith-mrelashvili-eqimi-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |