The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრიგოლ ადეიშვილი

გრიგოლ ადეიშვილი
სხვა სახელი:გიგა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

გიგა (გრიგოლ) ადეიშვილი ამერიკაში მცხოვრები მეან-გინეკოლოგია. საქართველო 2003 წლის ოქტომბერში დატოვა, როცა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმზე, ქეთევან ბერეკაშვილზე დაქორწინდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული ჰქონდა (1995) და მეან-გინეკოლოგად მუშაობდა. ფიქრობდა, რომ როცა მეუღლე სწავლას დაასრულებდა, საქართველოში დაბრუნდებოდნენ. მაგრამ დრო ტყუილად რომ არ დაეკარგა გადაწყვიტა იქაც ჩაებარებინა გამოცდები და ამერიკული დიპლომი აეღო. ფაქტობრივად ხელახლა ისწავლა საკუთარი საქმე.

ამერიკაში ექიმი რომ გახდე, უნდა ისწავლო 4 წელი სამედიცინო სკოლაში და შემდეგ სპეციალობის მიხედვით, 4-დან 7 წლამდე, უნდა გაიარო პრაქტიკული სწავლება, ანუ რეზიდენტურა, რის შემდეგაც განიჭებენ კვალიფიკაციას, რომ იმუშაო.
გიგა ადეიშვილმა ყველა წინაღობა წარმატებით დასძლია და 2008 წლიდან უკვე ექიმად მუშაობს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში ენის პროგრამის გავლის შემდეგ, სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის “Institute of Allied Medical Professions”-ში, სადაც რადიოლოგის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2009 წელს ჩაირიცხა ნიუ-იორკის “Beth Israel Mount Sinai Medical Center”-ში მეან-გინეკოლოგიის რეზიდენტურაში, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ნიუ-იორკის შტატში სამედიცინო და ქირურგიული საქმიანობის ლიცენზია, 

2016 წელს ჩააბარა  გამოცდები American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG)”-ში  და გახდა ბორდის დიპლომანტი. ზოგადად, ბორდის მიერ სერტიფიცირება არის  მაღალი კვალიფიკაცია აშშ-ში მოღვაწე ყველა ექიმისთვის, რომელიც ასევე  სავალდებულოა თითქმის ყველა ჰოსპიტალში საქმიანობისთვის.

2019 წელს წარმატებით დაამთავრა ნიუ-იორკის ჰოსპიტლების ლიდერშიფის განვითარების პროგრამა, სადაც  ჰოსპიტლის რეკომენდაციის საფუძველზე იყო წარდგენილი. 

ამჟამად სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა ნიუ-იორკის  “Coney Island Hospital”-ში ,  იკავებს უფროსი მეან-გინეკოლოგისა და ამბულატორიული სამსახურის დირექტორის მოადგილის თანამდებობას.

გიგა ადეიშვილი ამბობს, რომ უდიდეს ემოციურ სიამოვნებას ანიჭებს ის ფაქტი, რომ მუშაობს და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ყველაზე დიდი ქართული ემიგრაციაა წარმოდგენილი. მისთვის ძვირფასია ქართველი პაციენტის მიერ გამოთქმული  მადლიერების  თითოეული სიტყვა, ამაყობს, რომ  ქართულმა დიასპორამ და “New York State Assembly”-მ 2016 წელს მიანიჭა ჯილდო მედიცინაში მიღწეული წარმატებებისა და ქართულ-ამერიკული საზოგადოებისათვის გაწეული დახმარებისთვის.

საქართველო მუდამ მასთანაა. მომავალში გეგმავს კერძო პრაქტიკის დაფუძნებას, სადაც ყველა ქართველისათვის კარი ღია იქნება.

წყარო:
1. https://speech.ge/meditsina/grigol-giga-adeishvili-eqimi-a-sh-sh/ 

2. https://www.mshoblebi.ge/dedebis-saloni/orsuloba/17030-aq-minimumamdea-dayvanili-eqimis-chareva-orsulobashi-zedmet-tsamlebs-ar-unishnaven-amerikashi-mckhovrebi-qarthveli-mean-ginekologis-gamocdileba.html


გააზიარე: