The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ისაკ კრიხელი

ისაკ კრიხელი
სხვა სახელი:ირაკლი
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

ისაკ (ირაკლი) დავითის ძე კრიხელი დაიბადა 1954 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით.

20 წლის განმავლობაში მუშაობდა რესპუბლიკურ გაერთიანება „სპორტსაქონელის“ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე.

1996 წლიდან ოჯახით ცხოვრობს აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში და ემიგრანტულ ყოფას წარმატებით უთავსებს საზოგადოებრივ საქმიანობას -  არის მწერალი, ლიტერატორი, ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების მკვლევარი, პუბლიცისტი, დეკლამატორი.

1997 წლიდან მოღვაწეობს ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებით გაერთიანება „თარბუთში“.

2012 წელს დააარსა ლიტერატურულ-შემეცნებითი პერიოდული გამოცემა „სავანე“. მისი რედაქტორობით გამოიცა 65 ნომერი.

გამოქვეყნებული აქვს სამი წიგნი, ერთი ალმანახი და სამი ებრაული კალენდარი, ესსეები, ბიბლიის წიგნების პოეტური თარგმანები, ასზე მეტი პუბლიცისტური და საინფორმაციო წერილი.

ხელმძღვანელობს სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ჯგუფებს - „ჯემალ აჯიაშვილი“ და „TARBUT“.

დაჯილდოებულია საქართველოდან გამოსულ ებრაელთა ასოციაცია „აღორძინების“ საპატიო სიგელით, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორის დიპლომით, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა მუზეუმის მადლიერებისა და საპატიო დიპლომებით.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

წყარო: 

http://geojenc.com/_files/encyclopedia/htmlPages/Editors.html 


გააზიარე: