Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავით სუმბაძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი, ტენორი, დავით სუმბაძე საფრანგეთში მოღვაწეობს. წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან არის. ბავშვობიდან მღეროდა, მაგრამ ის, რომ საოპერო ხმა მქონდა, ცოტა მოგვიანებით გააცნობიერა. თინეიჯერობის ასაკში როცა გიტარაზე უკრავდა და თან მღეროდა, ხშირად უთქვამთ - რა მაგარი საოპერო ხმა გაქვსო. ამ სიტყვებმა დააინტერესა და საოპერო ნაწარმოებების მოსმენა დაიწყო. შედეგად ისე მოიხიბლა და ისე მტკიცედ გადაწყვიტა წარმატებული მომღერალი გამხდარიყო, რომ სერიოზულად ჩაუჯდა მუშაობას - ჯერ თელავის მუსიკალურ სასწავლებელში, თავის პირველ პედაგოგთან, იზა ცერცვაძესთან ერთად, მერე თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, მისი დამთავრების შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა. სტუდენტობის პერიოდში უსახსრობის გამო ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ დავითმა ყველაფერი გააკეთა, რომ სწავლა დაესრულებინა - დამატებითი შემოსავალისთვის აკეთებდა გიტარების რესტავრაციას, მღეროდა სამების გუნდში, მუშაობდა საპატრიარქოს რადიოში და, იქვე, საპატრიარქოში ცხოვრობდა. მომღერალი ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან ურთიერთობა და საპატრიარქოში ცხოვრების ათწლიანი პერიოდი საოცრად დაეხმარა მას ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაში. 2008 წელს, კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, თბილისის ოპერის თეატრში ჰქონდა წარმატებული დებიუტი, სადაც მალხაზის პარტია შეასრულა ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისში“. 2010-2011 წლებში, ორწლიანი სტაჟირება გაიარა ოდესის ოპერის თეატრში. ამის შემდეგ კი წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში, ბორდოს თეატრში. უკვე ბევრ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ხშირად მართავს სოლო კონცერტებსაც. ჩაწერა თავისი პირველი ალბომიც, სადაც შესულია 10 იტალიური, ფრანგული, რუსული და ქართული სიმღერებიც... 2015-2016 წლებში, ანუ ორი წელი ზედიზედ, რობერტ მასადის საერთაშორისო საოპერო კონკურსის ლაურეატი გახდა. ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი- ილია და მარიამი. წყარო: 1. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268456040 3. https://www.jamira.fr/david-sumbadze/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |