The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ინგა ქაშაკაშვილი

ინგა ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ინგა ქაშაკაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ქუთაისში. იქვე დაამთავრა  მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პროფესორ ციცინო თოდუას კლასში.

მუსიკისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა, ადრეული ასაკიდან ასმენინებდა კლასიკური მუსიკის სხვადასხვა კომპოზიციებს, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, რამაც ინგაზე ისეთი გავლენა იქონია, რომ პროფესიის არჩევაზე არც დაფიქრებულა, ბავშვობიდან იცოდა, რომ პიანისტი გახდებოდა.

ქუთაისში სწავლის პერიოდში მოიპოვა ინგა ქაშაკაშვილმა პირველი საერთაშორისო წარმატება, როცა გაიმარჯვა ინგლისში, ნიუპორტის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე.

მეორე საერთაშორისო წარმატება უკვე ამერიკაში, იაკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. ამ პერიოდში ინგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა, პროფესორ ნინო ქათამაძის კლასში.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ინგა ქაშაკაშვილმა მოღვაწეობა ამერიკის შეერთაბულ შტატებში დაიწყო, სადაც მის საშემსრულებლო განვითარებას ხელმძღვანელობდნენ ეთერ ანჯაფარიძე და ვლადიმირ ფელტსმანი.

ინგა ამერიკაში 2003 წელს ჩავიდა. სწავლობდა ისეთ სახელოვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: DePaul University (ჩიკაგოში) და Mannes College of Music; დოქტორის ხარისხზე მუშაობდა Rutgersis უნივერსიტეტში.

პიანისტი აქტიურად იყო ჩართული საშემსრულებლო სფეროშიც. მას დაუკრავს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორიცაა: carnegi hall, merkin hall, jazz at lincoln center, metropolitan opera, Steinway hall, le poissen rouge (New york)... გარდა ამისა, ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მართავდა სოლო კონცერტებსა და მასტერკლასებს.

ნიუ-იორკში, Karnegie hall-ის სცენაზე პირველად 2009 წელს გამოვიდა სოლო კონცერტით, 2011 წელს გიორგი ოუკლის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, 2016 წლის 1 ოქტომბერს კი  შედგა მისი მესამე გამოსვლა კარნეგი ჰოლში ჩელისტ ლიზი რამიშვილთან ერთად. საღამოზე ბეთჰოვენისა და შუმანის ნაწარმოებები და თანამედროვე კომპოზიტორების თხზულებები შესრულდა.

ინგასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი და უკრაინელი პიანისტის ანგელინა გადელიას საერთო ძალისხმევითა და მონაწილეობით 2008-ში “სტეინუეი ჰოლში” ორგანიზებული კონცერტი, სადაც შეგროვებული თანხა ომით დაზარალებულ ოჯახებს საქართველოში გადაეგზავნა. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზურაბ ნინუა, გიორგი ოუკლი, პიანისტები: ნათია ასტახაშვილი და ალექსანდრე ბერიძე, მეცო – სოპრანო მზია ნიორაძე.

ამერიკაში მოღვაწეობს ინგას მეუღლე გიორგი ოუკლიც - ქართველი კომპოზიტორი ირლანდიური გვარით. მათ ერთმანეთი ჯეიკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზე გაიცნეს. კონკურსში გამარჯვების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლათ ამერიკაში ერთად წავიდნენ, დაქორწინდნენ და 2004 წელს ვაჟიც შეეძინათ.

ინგა ქაშაკაშვილი გიორგი ოუკლის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია. იგი, აგრეთვე, დიდი ენთუზიამით არის ჩართული ახალი მუსიკის წარდგენაში და უკვე ითანამშრომლა ისეთ ცნობილ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან - Richard Danielpour და Robert Aldridge.

2020 წელს, საქართველოში, ჯანსუღ კახიძის სიმფონიურ ცენტრში გამართულ კონცერტში, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგა ქაშაკაშვილი პირველად წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე.

წყარო:

 1. https://artinfo.ge/2016/08/karnegi-holi-qarthveli-khe/

2. https://speech.ge/khelovneba/inga-qashakashvili-pianisti-ashsh/

 


გააზიარე: