The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მაია სოზაშვილი-ბანიჟე

მაია სოზაშვილი-ბანიჟე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

მაია სოზაშვილი-ბანიჟე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სამედიცინოზე სწავლა მოსკოვში დაიწყო, მაგრამ მალე გათხოვდა, ვაჟი შეეძინა და რადგან ოჯახისა და სწავლის შეთავსება გაუჭირდა, 1993 წელს ქმარ-შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

1995 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.

იმავე წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, 1996 წელს კი საფრანგეთში, სადაც სორბონის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
1997 წლიდან ცხოვრობს პარიზში. ამჟამად არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი-ნეონატოლოგი, პერინატოლოგი და მკვლევარი პერინატალურ ეპიდემიოლოგიაში.

მუშაობს სორბონის საუნივერსიტეტო კლინიკაში (Assistance Publique des Hopitaux de Paris (AP-HP): 2003 წლიდან - ექიმი კლინიცისტი,  2009 წლიდან - მკვლევარი, 2010 წლიდან - ნეონატოლოგიური განყოფილების გამგე.
2011 წლიდან მუშაობს პერინატალურ დისთირეოზიზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ამერიკულ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში. მისი ნამუშევრების წარდგენამ ამერიკულ კონგრესებზე (ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ჩიკაგოში) მისცა საშუალება, რომ გამხდარიყო ფარისებრი ჯირკვლის საერთაშორისო ექსპერტი.

ამავე დროს, მიიღო თეორიული განათლება მენეჯმენტის სფეროში „Ecole des Mines“-ში. ეს არის საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც დაარსებულა 1783 წელს. როგორც მეცნიერი ამბობს, ის არის მეორე ქართველი, ვინც საფრანგეთის აკადემიური განათლების მწვერვალებს შესწვდა და ამ უძველესი სასწავლებლის დიპლომი აიღო. პირველი დიპლომირებული ქართველი იყო ლევან ზურაბიშვილი.

მაიას ვაჟი დანიელ ბანიჟე, პროფესიით სტომატოლოგია. 

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/maia-sozashvili-banizhe-eqimi-saphrangethi/

2. https://www.facebook.com/radiodardimandi/videos/380419363695626

 


გააზიარე: