შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნინო ბერძული![]()
ბიოგრაფიანინო ბერძული დაიბადა 1973 წლის 25 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; 1996-1997 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ინტერნატურა, სპეციალობა – მეან-გინეკოლოგია; 1997 წელს გაიარა 1 თვიანი სტაჟირება ა.შ.შ-ში, ატლანტაში პერინატალურ ცენტრში - Grady Memoral Hospital-ში; 1997-2002 წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლში, მეან-გინეკოლოგად; 2002-2004 წწ. სწავლობდა ემორის უნივერსიტეტში, ატლანტა, აშშ. იყო ედმუნდ მასკის სახელობის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატი. მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება (2004); 2003-2004 წწ. - ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (ატლანტა,აშშ); 2004-2006 წწ. - ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა (თბილისი); 2006-2009 წწ. - USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონული რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი (ვაშინგტონი, აშშ); 2009-2013 წწ. - ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი (ვაშინგტონი, აშშ); 2013-2015 წწ. - USAID დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი (თბილისი); 2015 წლის 19 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ; 2014-2016 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი – ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია; 2020 წლის მაისის თვიდან არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და სხვა სამეცნიერო პუბლიკაცია. 2004 წელს დაჯილდოვდა ემორის უნივერსიტეტის დელტა-ომეგა ორდენით (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), საუკეთესო აკადემიური მიღწევებისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების დანერგვასა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის. ჰყავს მეუღლე - შალვა სიხარულიძე, რომელიც ასევე მედიკოსია და ერთი შვილი - ნიკოლოზ სიხარულიძე. წყარო: http://www.nplg.gov.ge/medics/ka/00001293/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |