შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ილია ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიარუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ილია დიმიტრის ძე ჯავრიშვილი (ჯავროვი) დაიბადა 1841 წლის 20 ივლისს. სამხედრო სამსახური დაიწყო 1859 წელს ოფიცრის წოდებით; მისი სამხედრო კარიერა სწრაფად განვითარდა: 1863 - პოდპორუჩიკი; 1865 - პორუჩიკი; 1868 - შტაბს-კაპიტანი; 1872 - კაპიტანი. 1877-1878 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1877 წლიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა კავკასიის სამთო საარტილერიო ნახევარბატარეას; 1878 წლიდან მე-40 საარტილერიო ბრიგადის მე-2 ბატარეას; 1883 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; 1885 წლიდან იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაური; 1894 წლის ოქტომბერში სამხედრო სამსახურიდან გადადგა მუნდირითა და პენსიით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით; დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III და II, წმ. ანას III და II, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით. გარდაიცვალა 1901 წლის 18 მაისს. დაკრძალულია საგვარეულო აკლადამაში სოფელ წალასყურში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი). წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ჯავრიშვილი 2. Джавров Илья Дмитриевич. «Генералитет российской императорской армии и флота».
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |