The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ილია ჯავრიშვილი

ილია ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1841
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 1901  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ წალასყურის საგვარეულო აკლადამა , გარდაბნი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ილია დიმიტრის ძე ჯავრიშვილი (ჯავროვი) დაიბადა 1841 წლის 20 ივლისს.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1859 წელს ოფიცრის წოდებით; მისი სამხედრო კარიერა სწრაფად განვითარდა: 1863 - პოდპორუჩიკი; 1865 - პორუჩიკი; 1868 - შტაბს-კაპიტანი; 1872 - კაპიტანი.

1877-1878 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში.

1877 წლიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა კავკასიის სამთო საარტილერიო ნახევარბატარეას;

1878 წლიდან მე-40 საარტილერიო ბრიგადის მე-2 ბატარეას;

1883 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება;

1885 წლიდან იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაური;

1894 წლის ოქტომბერში სამხედრო სამსახურიდან გადადგა მუნდირითა და პენსიით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით;

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III და II, წმ. ანას III და II, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით.

გარდაიცვალა 1901 წლის 18 მაისს. დაკრძალულია საგვარეულო აკლადამაში სოფელ წალასყურში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი).

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ჯავრიშვილი

2. Джавров Илья Дмитриевич. «Генералитет российской императорской армии и флота».


გააზიარე: