შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ივანე აბიათარი![]()
ბიოგრაფიაივანე აბიათარმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტი (გადააბარა 2010 წელს), რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ევროპის პანკრეასის ცენტრის (გერმანია) სადოქტორო საფეხურზე. ქირურგობა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. 2004-2007 წლებში მუშაობდა ევროპის პანკრეასის კვლევით ცენტრში ჰაიდელბერგში. 2007 წელს გადავიდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში (დოქტორანტურა და კლინიკური რეზიდენტურა). 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პანკრეასის კიბოს პერინერვული ინვაზიის თავისებურებანი“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. 2011 წელს მოიპოვა ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია. 2007-2013 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკაში „რეხტს დერ იზარი“ პოსტდოკისა და მოწვეული ექიმის პოზიციაზე. 2013 წლიდან ივანე აბიათარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. 2015 წლიდან - მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი. 2018 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2020 წლიდან დაინიშნა ილიაუნის „მედიცინის სკოლის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ძირითადი კვლევითი საკითხებია: ონკოლოგია, ექსპერიმენტული ქირურგია, ტრანსლაციური და მოლეკულური მედიცინა. ივანე აბიათარის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და მედიცინის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა. ივანე აბიათარი სამედიცინო განათლების სპეციალისტის სერტიფიკატის მფლობელია (AMEE). 2006-2010 წლებში მას მიღებული აქვს „ბორინგერ ინგელჰაიმის“, DAAD-ისა და „ფრიც ტისენის“ კვლევითი სტიპენდიები. 2016 წელს გახდა საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი. 2017-2019 წლებში იყო GIZ/CIM პროგრამის ბენეფიციარი. 2022 წელს მოიპოვა ფულბრაიტის სტიპენდია მკვლევართათვის (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი, აშშ). მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი ნაშრომი რეფერირებად ჟურნალებში. მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები აქვს კიბოს ნერვული გზით გავრცელების ფენომენის შესწავლაში. ვანო აბიათარის მეუღლეს, ნინო ჩხიკვაძეს განათლება ეკონომიკა-პოლიტიკის მიმართულებით აქვს მიღებული, მაგისტრატურა კი სახელმწიფო მართვის კუთხით დაამთავრა. ჰყავთ ვაჟი - ლუკა. წყარო: https://faculty.iliauni.edu.ge/engi/ivane-abiathari/ აბიათარი, ივანე. ექიმობა ჩემთვის გამოწვევა იყო : ინტერვიუ / ივანე აბიათარი ; ესაუბრა დევი დევიძე // ოჯახის მკურნალი : სამედიცინო ჟურნალი. - თბილისი, 2011. - 24 მარტი-6 აპრილი. - N6(249). - გვ.52-53.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |