შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქეთი აბიათარი![]()
ბიოგრაფიამევიოლინე და მომღერალი ქეთევან (ქეთი) აბიათარი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. პირველად ფესტივალზე 12 წლის ასაკში გაემგზავრა (გერმანია). მას შემდეგ ფესტივალი, კონცერტი და ხშირი მგზავრობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. “ნიჭიერთა ათწლედისა” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ქეთი აბიათარი აქტიურად მონაწილეობდა კონკურსებში საერთაშორისო მუსიკალური პროექტებისთვის. უმეტესი მათგანი წარმატებული აღმოჩნდა და ამან მისცა შესაძლებლობა, 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალის მონაწილე ყოფილიყო. ფესტივალებმა და კონკურსებმა გამოცდილებასთან ერთად, პროფესიული და პიროვნული ზრდაც მოუტანა. მის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა მსოფლიო ახალგაზრდული ორკესტრისთვის მოსმენა, სადაც ორკესტრის კონცერტმაისტერად მიიწვიეს. სწორედ ამ პროექტით ჩავიდა პირველად იტალიაში, რივა დელ გარდას ცნობილ ფესტივალზე. ამ ქვეყანამ იმდენად მოხიბლა, რომ იტალიური ენის შესწავლა და სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში ჩასვლა გადაწყვიტა. პარალელურად, 2020 წლიდან კონსერვატორიაში ეუფლება ახალ პროფესიას ბაროკოს სიმღერის მიმართულებით (Canto Rinascimentale e Barocco, Conservatorio Statale di Musica "Bruno Maderna" – Cesena). წყარო: https://speech.ge/khelovneba/qethevan-abiathari-mevioline-italia/ https://www.radiotavisupleba.ge/a/32202434.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |