შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თეკლა ასლანიშვილი![]()
ბიოგრაფიაბერლინში მოღვაწე ხელოვანი, კინორეჟისორი და ესეისტი თეკლა ასლანიშვილი დაიბადა 1988 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისში. 2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოში. საქართველო დატოვა 2011 წელს. 2012-2014 წწ. - სახვითი ხელოვნების ბაკალავრი, პროფ. ჰიტო შტაიერლი / პროფ. თომას ციპი, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი. 2014-2015 წლებში გაიარა მაგისტრატურა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა პროფ. ჰიტო შტაიერლის ახალი მედიის კლასში. არის სახვითი ხელოვნების მაგისტრი. მონაწილეობდა ჯგუფურ პროექტებში: 09/2020 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სიმრავლის პარადოქსი“, გიორგი გაგო გაგოშიძესთან და თამუნა ქებურიასთან (EMC) თანამშრომლობით; 06/2019 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, „ალგორითმული კუნძული“ ; 2019 წელი - ციფრული დედამიწის სიმპოზიუმი, Ashkal Alwan, ბეირუთი, ლიბანი; “Power House” კინოჩვენება, Pylon-Lab, დრეზდენი, გერმანია; 2018 წელი - VISIO – European Programme on Artists’ Moving Images, Lo schermo dell’arte ფილმ ფესტივალის ფარგლებში, ფლორენცია, იტალია; 2017 წელი - ვიდეო პროგრამა, იულია შტოშეკის კოლექცია, დიუსელდორფი, გერმანია; თეკლა ასლანიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ინტერნაციონალურ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამებში, მათ შორის Casino Luxembourg ლუქსემბურგი (2015), CSM - კიევი (2014), და T.I..C.A ტირანა (2013). 2017 წელს მიიღო ელზა ნოიმანის სტიპენდია (gem. NaFöG), ბერლინი, გერმანია; 2018 წელი - Digital Earth fellowship-ის სტიპენდიატი, ამსტერდამი, ნიდერლანდები; 2019 წელი - EMC & ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, სტიპენდია კვლევისა და დოკუმენტური ფილმის წარმოებისთვის, თბილისი, საქართველო; თეკლა ასლანიშვილის ნამუშევრები ინფრასტრუქტურული დიზაინის, ისტორიისა და გეოპოლიტიკის კვეთაზე იქმნება. მისი ფილმები ნაჩვენები და გამოფენილი იყო Neue Berliner Kunstverein-ში, ბალტიის ტრიენალეზე, ობეჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, კასელერის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, მიუნსტერის ხელოვნების სახლში, EMAF-ევროპის მედია არტ ფესტივალზე, ვიდეონალე 18-ზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე. 2022 წელს მიიღო ჯილდო თბილისის 23-ე სკფ - "ოქროს პრომეთე" საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის "სახელმწიფო სახელმწიფოში" (საქართველო/გერმანია/ესპანეთი). წყარო: https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/aslanishvili-tekla.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |