შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
კოკი ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიაკოკი აკა კონსტანტინე ლორთქიფანიძე დაიბადა თბილისში, მსახიობისა და რეჟისორის გურამ ლორთქიფანიძის (ლორთქია) (1930-2008) ოჯახში. მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. 4-5 წლის იყო, როდესაც რამდენიმე მცირე ზომის საფორტეპიანო ნაწარმოები დაწერა. ამან განაპირობა ის, რომ მშობლებმა კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს. 1990-იანების დასაწყისში, თბილისის სამოქალაქო ომის დაწყების გამო, მუსიკალურ სასწავლებელში სიარული ვეღარ შეძლო. ამით დამთავრდა მისი მუსიკალური განათლების პირველი ეტაპი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიულზე ჩასაბარებლად ემზადებოდა, მაგრამ გამოცდების წინ, უეცრად, განაცხადა, რომ არ შეეძლო მუსიკის გარეშე და დაიწყო კონსერვატორიისთვის მზადება. 1996 წელს გახდა კონსერვატორიის სტუდენტი კომპოზიციის განხრით. 2000 წელს ბაკალავრიატი დაასრულა ( ბიძინა კვერნაძის კლასი), ხოლო 2002 წელს — მაგისტრატურა კომპოზიციასა და თანამედროვე მუსიკის თეორიაში (ნოდარ მამისაშვილთან და ლია დოლიძესთან). 2002 წელს ამსტერდამში, ყოველწლიურ თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე, კავკასიის რეგიონიდან შესასრულებლად აირჩიეს კოკი ლორთქიფანიძის ელექტრონული ნაწარმოები “Density 0.0”. 2005 წლიდან კომპოზიტორი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკაში მოქმედ სინეტიკის თეატრთან, რომლის დირექტორი, პაატა ციქურიშვილი მისი ბიძაშვილია. თავდაპირველად საქართველოდან ინტერნეტით აგზავნიდა მუსიკას და ამ მუსიკას იყენებდნენ სინეტიკის სპექტაკლებში. 2006 წლის სეზონზე ერთად იმუშავეს (თბილისი – ვაშინგტონი). კოკი ლორთქიფანიძე ამერიკაში საცხოვრებლად 2007 წლის ივლისში გადავიდა, როცა სპექტაკლების მუსიკალურმა გაფორმებამ ჯილდოები აიღო და თეატრის ბორდმა გადაწყვიტა მისი მიწვევა სინეტიკის რეზიდენტი კომპოზიტორის რანგში. https://speech.ge/khelovneba/koki-lorthqiphanidze-kompozitori-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |